png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ქუთაისში გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება

  • საზოგადოება
  • 29.12.2015
  • 12:12
ქუთაისში გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი,  მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად ქალაქ ქუთაისში ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყებას  დაესწრო.

ნიკეას ქუჩაზე არსებული გზის საფარი დაზიანებული და ამორტიზირებული იყო, რაც  მოძრაობის შეფერხებასა და ხერგილების შექმნას იწვევდა. არ იყო დაცული საგზაო უსაფრთხოების ნორმებიც. ქუჩის სრული განახლების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ავტოსატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა, რაც ქალაქს არსებულ ხერგილებისგან განტვირთავს და გადაადგილება უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდება. აღსანიშნავია, რომ ნიკეას ქუჩა ქუთაისის ყველაზე დიდი ქუჩაა. ამჟამად, ქუჩის ერთი ნახევრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის სიგრძეც 2 კმ და 200 მეტრია. გზის მეორე ნახევრის რეაბილიტაციას კი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

ნიკეას ქუჩა სამზოლიანია, თითოეული მიმართულების სიგანე 11მ-ია.   რეაბილიტაციის ფარგლებში დაიგება ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი,  სავალ ნაწილებს შორის გაკეთდება შემზღუდავი გამყოფი ზოლი მარადმწვანე ბუჩქებით. ქუჩის ორივე მხარეს მოეწყობა ახალი ტროტუარები. ამავდროულად, გამოიცვლება გარე განათება და  სანიაღვრე სისტემა. 

პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი  ღირებულება 7 მლნ 200 ათასი ლარია.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge