png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პოლონეთის სეიმმა მიიღო დადგენილება, რომლითაც II მსოფლიო ომის დაწყებაში ნაცისტურ გერმანიასთან ერთად სსრკ-ც არის დადანაშაულებული

  • მსოფლიო
  • 10.01.2020
  • 15:38
პოლონეთის სეიმმა მიიღო დადგენილება, რომლითაც II მსოფლიო ომის დაწყებაში ნაცისტურ გერმანიასთან ერთად სსრკ-ც არის დადანაშაულებული

პოლონეთის სეიმმა მიიღო დადგენილება, სადაც მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში, ნაცისტურ გერმანიასთან ერთად საბჭოთა კავშირიც არის დადანაშაულებული. შესაბამისი დოკუმენტი პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზეა განთავსებული.

"პოლონეთის რესპუბლიკის სეიმს გმობს რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების პროვოკაციულ და მცდარი შინაარსის განცხადებებს, რომლებიც ცდილობენ პოლონეთი დაადანაშაულონ მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში

სახელმწიფოებს შორის ურთიერთობათა განვითარება შეუძლებელია სიცრუესა და ისტორიის ფალსიფიცირებაზე დაყრდნობით", - ნათქვამია ხუთშაბათს მიღებულ დადგენილებაში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყება გამოწვეული იყო იმდროინდელი ორი ტოტალიტარული ძალაუფლებით: ნაცისტური გერმანიისა და სტალინური საბჭოთა კავშირით.

ხოლო სამარცხვინო რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დადების შემდეგ, 1939 წლის 23 აგვისტოს, ტოტალიტარული რეჟიმების პირველი მსხვერპლი გახდნენ პოლონეთი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები.

"ომმა გამოიწვია ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების შექმნა და ჰოლოკოსტი - ერთ-ერთი უდიდესი დანაშაული კაცობრიობის ისტორიაში", - ნათქვამია დადგენილებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge