png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ „ისლამურ სახელმწიფოს“ შეადარა

  • მსოფლიო
  • 10.01.2020
  • 14:37
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ „ისლამურ სახელმწიფოს“ შეადარა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა აშშ-ის ხელისუფლება, რომელიც ირანს კულტურის  ძეგლების განადგურებით დაემუქრა, „ისალმური სახელმწიფოს“ ტერორისტებს შეადარა.

ზარიფის განცხადება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე გაეროში ირანის მუმდივმა წარმომადგენელმა მაჯიდ თახთ-რავანჩიმ წაიკითხა. თავად ზარიფი სხდომას ამერიკის ვიზის არქონის გამო არ ესწრებოდა.

3 იანვრის ღამეს ამერიკელემა სამხედროებმა ოპერაცია ჩაატარეს ერაყის დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს ირანელი გენერლის ქასემ სოლემანისა და ერაყის შიიტური დანაყოფის ხელმძღვანელის მოადგილის აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისის წინააღმდეგ. ვაშინგტონის განცხადებით, ისინი მონაწილეობდნენ 2019 წლის დეკემბერში აშშ-ის საელჩოზე მომხდარ თავდასხმაში.

ირანის სულიერმა ლიდერმა ალი ჰამენეიმ განაცხადა, რომ სოლეიმანის სიკვდილი უპასუხოდ არ დარჩებოდა. 8 იანვარს ირანმა ერაყში მდებარე ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

დონალდ ტრამპმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ირანში 52 სამიზნეზე სწრაფ და ძლიერ დარტყმებს განახორციელებდა ამერიკელებზე თავდასხმის შემთხვევაში, ის ირანს ასევე უმკაცრესი სანქციებითაც დაემუქრა.

ირანის ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა კორპუსის გენერლის აბდულა არაგის განცხადებით, ირანი უახლეოს ხანებში სოლეიმანის მოკვლისთვის შურს იძიებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge