png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გიორგი კვირიკაშვილი: „საქართველო ინსტიტუციურად და საკანონმდებლო კუთხით არის პასუხისმგებლიანი პარტნიორი ევროპელი მეგობრებისთვის“

  • პოლიტიკა
  • 26.09.2015
  • 09:50
გიორგი კვირიკაშვილი: „საქართველო ინსტიტუციურად და საკანონმდებლო კუთხით არის პასუხისმგებლიანი პარტნიორი  ევროპელი მეგობრებისთვის“
„საქართველო ინტიტუციურად და საკანონმდებლო კუთხით მზად არის იყოს პასუხისმგებლიანი პარტნიორი ევროპელი მეგობრებისთვის“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა,  გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის კომენტირებისას განაცხადა.  
მინისტრის თქმით ვიზალიბერალიზაცია არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი მიმდინარე პოლიტიკური დღის წესრიგის და ეს თემა, ასევე განხილული იქნება გაერო-ს სესიის ფარგლებში ევროპელ კოლეგებთან დაგეგმილი ინდივიდუალური შეხვედრების დროს. 
„ვიზალიბერალიზაცია არის ერთერთი უმთავრესი საკითხი მიმდინარე პოლიტიკურ  დღის წესრიგში.  იქნება შეხვედრები ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებთან. მათ შორის სამუშაო შეხევდრა ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკურ დირექტორებთან. ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება ქვეყნის მიერ გატარებული რეფორმები და ასევე ის, რომ დავარწმუნოთ ევროპელი კოლეგები, რომ არსებული  მიგრაციის კრიზისი არ უნდა შეეხოს საქართველოს ვიზალიბერალიზიის პროცესს, და რომ ჩვენ მზად ვართ ინსტიტუციურად,  საკანონმდებლო კუთხით,  იმისათვის  რომ ვიყოთ პასუხისმგებლიანი პარტნიორი ევროპასთან ურთიერთობაში“-განაცხადა მინისტრმა.  
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვედრა ექნება ასევე ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკურ დირექტორებთან. შეხვედრისას განხილული იქნება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისა და ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხები.    
გიორგი-კვირიკაშვილმა ასევე სიაუბრა საქართველოს დელეგაციის მთავარ დღის წესრიგზე გაერო-ში, ვიცე-პრემიერის განცხადებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის გამოსვლებში გაერო-ს სესიის ფარგლებში და ასევე ორმხრივ შეხვედრებზე საუბარი შეეხება საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, აქცენტი გაკეთდება რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა  და სუვერენიტეტთან დაკავშირებულ თემებზე, საუბარი შეეხება დევნილთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხს.​
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge