მექსიკაში, საშობაო წვეულებაზე, ქალაქის მერი მოკლეს
- მსოფლიო
- 24.12.2019
- 11:05
მექსიკის ქალაქ ხალაპ-დე-დიასში შეიარაღებულმა პირებმა ქალაქის მერი არტურო გარსია ველასკესი საშობაო წვეულებაზე ჩაცხრილეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოკლულია 6 ადამიანი. საღამოს ორგანიზატორი იყო ოჯახის კომპლექსური განვითარების სისტემა (DIF).
გამოძიების ცნობით, თავდამსხმელები წვეულებაზე ქალაქის მერის მოსაკლავად შეიჭრნენ. მოკლულია მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეც.
ველასკესი საღამოზე თავის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200