png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიას სტოკჰოლმში, რამდენიმე ქვეყნის ელჩმა ბოიკოტი გამოუცხადა

  • მსოფლიო
  • 11.12.2019
  • 10:50
ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიას სტოკჰოლმში, რამდენიმე ქვეყნის ელჩმა ბოიკოტი გამოუცხადა

ალბანეთის, თურქეთის, ხორვატიისა და თვითგამოცხადებული კოსოვოს ელჩებმა ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიას ლიტერატურის დარგში, ავსტრიელი მწერლის პეტერ ჰანდკესთვის ჯილდოს მინიჭების გამო ბოიკოტი გამოუცხადეს.
ცერტემონიაზე ტრადიციულად მიწვეულნი არიან ყველა ქვეყნის ელჩები, რომელთა საელჩოებიც სტოკჰოლმში მდებარეობს. ელჩების ბოიკოტის მიზეზი გახდა ის, რომ ჰანდკე ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე ომის დროს სერბების მხარდამჭერი იყო.
„პოლიტიკამ (სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის) ყოფილი იუგოსლავიის რეგიონი ომამადე მიიყვანა, რაც გახდა მიზეზი ათასობით ადამიანის დაღუპვისა და რეგიონში ხანგრძლივი არასტაბილურობის“, - განუცხადა ჟურნალისტებს შვედეთში ხორვატიის ელჩმა.
ლიტერატურის დარგში ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პრემია პოლიტიკის გარეშეა და ის არ გაიცემა ლაურეატების პოლიტიკური შეხედულებების გათვალისწინებით.
ჰანდკე 1996 წლიდან ყოველ წელს ჩადის სერბეთში, კოსოვოსა და მეტოქიაში და ადგილობრივებს ხვდება, მართავს ჰუმანიტარულ აქციებს. 2004 წლის მარტში ჰენდკემ ხელი მოაწერა იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის მხარდამჭერ მიმართვას. 2005 წელს კი ის ჰააგის ციხეში მოინახულა.
ექსპერტების შეფასებით, 1995 წელს სრებრენიცაში ბოსნიელი სერბების არმიის ოპერაციის შედეგად, რომელსაც გენერალი რატკო მლადიჩი ხელმძღვანელობდა, 8 ათასი მუსულმანი მოკლეს, 30 ათასი ქალი და ბავშვი კი გაასახლეს. ქალაქში დატრიალებული სისასტიკე და მოსახლეობის მამრობით სქესის წარმომადგენელთა განადგურება ბოსნიასა და ჰერცოგოვინას ომის ყველაზე სისხლიან ეპიზოდად იქცა. საერთაშორისო ტრიბუნალმა და გაეროს საერთაშორისო სასამართლომ ეს მოვლენები გენოციდად შეაფასა.
პრემიის გადაცემის ცერემონია სტოკჰოლმში ყოველ წელს შვედი ქიმიკოსის, ინჟინერის, ნოვატორის, იარაღის დამამზადებლისა და დინამიტის შემქმნელის ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს, 10 დეკემბერს იმართება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge