png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რაზე შეთანხმდნენ "ნორმანდიული ოთხეულის" წევრი ქვეყნების ლიდერები

  • მსოფლიო
  • 10.12.2019
  • 10:30
რაზე შეთანხმდნენ "ნორმანდიული ოთხეულის" წევრი ქვეყნების ლიდერები

"ნორმანდიული ოთხეულის" წევრი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა პარიზში ერთობლივი პრესკონფერენციით დასრულდა.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს კომუნიკე, ისაუბრეს სამიტის შედეგებზე და უპასუხეს ჟურნალისტების შეკითხვებს.

ერთობლივი კომუნიკეს მიხედვით, მხარეები ადასტურებენ რა მინსკის შეთანხმების მიმართ ერთგულებას, იღებენ ვალდებულებას, განხორციელდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ამისთვის წლის ბოლომდე გატარდეს შესაბამისი ზომები.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრა იყო შედეგიანი.

ანგელა მერკელმა შეაქო სამიტის დროს გამართული მოლაპარაკებების შედეგები და ის უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში მშვიდობის დასადგურების საწყისად მიიჩნია.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ "რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა შეიტანოს თავისი წვლილი კონფლიქტის მოგვარებაში" და პროცესი სწორი მიმართულებით ვითარდება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, ჯერჯერობით "შემდეგი სამიტისთვის პირობები არ არის შექმნილი", თუმცა სჯერა, რომ "პარიზის შეხვედრა ერთბაშად ყველა პრობლემას ვერ გადაჭრიდა".

ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ "რუსეთი არ არის მხარე", მაგრამ თვლის, რომ მშვიდობის დამყარების პროცესს თან უნდა ახლდეს შესაბამისი ცვლილებები, რაც მინსკის შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

მისივე თქმით, უპირველესად დონბასის სტატუსის ცვლილება უნდა აისახოს უკრაინის კონსტიტუციაში, თუმცა მას არაფერი უთქვამს, მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული რუსეთის ვალდებულებების შესახებ.

თავის მხრივ, ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ "ნორმანდიული ფორმატი" თავისი მანდატის ფარგლებში იღწვის მინსკის შეთანხმების პირობების შესრულებისკენ ერთადერთი მიზნით - საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანზიაციების ჩართულობით, ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები დონბასში.

უკრაინულმა მხარემ მოითხოვა, რუსეთთან სასაზღვრო ზოლის გაკონტროლების სადავეები კიევს გადაეცეს, ვიდრე არჩევნები გაიმართება, რასაც პუტინი არ დაეთანხმა და არგუმენტად მინსკის შეთანხმება მოიშველია, სადაც ეს პირობა არჩევნების შემდეგ არის დაშვებული.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევი არასდროს წავა დათმობებზე საკუთარი ტერიტორიების ხარჯზე.

"ყოველი უკრაინელისთვის დონბასი და ყირიმი უკრაინაა", - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

"ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრაზე“ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები დონბასში დაკავებული პირების მასობრივ გაცვლაზე შეთანხმდნენ - "ყველა ყველას სანაცვლოდ".

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პატიმრების გაცვლა შესაძლოა 24 დეკემბერს მოხდეს.

"შევთანხმდით პროცესის დაწყებაზე. ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან 72 ადამიანი შეიძლება დაუბრუნდეს ოჯახებს", - თქვა ზელენსკიმ.

პატიმრების გაცვლის შეთანხმებას ზელენსკიმ "მთავარი გამარჯვება" უწოდა.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკმაყოფილება გამოხატა იმით, თუ როგორ აშუქებს რუსული მედია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. მან უკრაინაში მიიწვია ჟურნალისტები რუსეთიდან, რათა პირადად შეაფასონ ქვეყანაში შექმნილი ვითარება.

პრესკონფერენციის დასასრულს, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმი, რომ შემდეგი სამიტი უნდა ჩატარდეს 4 თვის ვადაში და შესაძლოა ეს ბერლინში მოხდეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge