png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ანგელა მერკელი კანცლერის რანგში ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკს პირველად ეწვევა

  • მსოფლიო
  • 06.12.2019
  • 15:35
ანგელა მერკელი კანცლერის რანგში ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკს პირველად ეწვევა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ამ თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში, პირველად ეწვია ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკს.

ანგელა მერკელი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრს მათეუშ მორავეცკის თანხლებით, რამდენიმე საათს დაჰყოფს ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე და პატივს მიაგებს მსხვერპლთა ხსოვნას.

"ეს არის ანგელა მერკელის პირველი და გერმანიის კანცლერის მესამე ვიზიტი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში", - თქვა პაველ იაბლონსკიმ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ორი ქვეყნის მთავრობების მეთაურის ვიზიტი ოსვენციმში არის კიდევ ერთი შესაძლებლობა იმისა, რომ შეახსენონ მსოფლიოს ნაცისტური გერმანიის მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ, რომელმაც მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა.

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი

ყოფილი საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკი პოლონეთის ტერიტორიაზე. ეს დაწესებელება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთის დაპყრობის შემდეგ აშენდა. ეს იყო გერმანელების მიერ აგებული ყველაზე დიდი საკონცენტრაციო ბანაკი, რომელიც შედგებოდა რამდენიმე ბანაკისგან.

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი ქალაქ ოსვენციმის სიახლოვეს მდებარეობდა. ბანაკი თავდაპირველად პოლიტიკური პატიმრებისთვის იყო გათვლილი, თუმცა შემდგომ საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია გაფართოვდა. აქ გერმანელების მიერ დაპყრობილი ტერიტორიებიდან მოჰყავდათ ებრაელები, ბოშები, სამხედრო ტყვეები.

1939 წელს ოსვენციმი გერმანელმა ჯარისკაცებმა დაიკავეს და ქალაქს აუშვიცი დაარქვეს. 1940 წელს ჰაინრიხ ჰიმლერის უშუალო ბრძანებით დაიწყო საკონცენტრაციო ბანაკის მშენებლობა. ამავე წლის ივნისში აქ მიიყვანეს პირველი პოლონელი პოლიტპატიმრები.
ბანაკი 1945 წლამდე მოქმედებდა, ამ პერიოდის განმავლობაში აქ უამრავი ადამიანი დახოცეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge