png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

Georgia On My Mind - ესტონეთში ევროვიზიის შიდა შესარჩევ ტურში კონკურსანტი საქართველოს უმღერის | video

  • კულტურა
  • 05.12.2019
  • 16:20
Georgia On My Mind - ესტონეთში ევროვიზიის შიდა შესარჩევ ტურში კონკურსანტი საქართველოს უმღერის | video

2020 წლის ევროვიზიის ესტონეთის შიდა შესარჩევ კონკურსში ერთ-ერთი მომღერალი საქართველოს შესახებ მღერის. ესტონეთის შიდა შესარჩევ ტურს ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.

“საქართველოვ, ჩემს გონებაში იქნები" - ასე ჰქვია ესტონელი მომღერლის, ეგერტ მილდერის სიმღერას, რომელიც მთლიანად საქართველოს ეძღვნება. ვიდეორგოლი საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია გადაღებული, მათ შორის თბილისსა და ახალციხეში.

ეგერტ მილდერი საქართველოში 3 წელი ცხოვრობდა. მომღერალი ადგილობრივ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა და მასზე საუბრისას სიტყვები არ ჰყოფნის.

"საქართველო ჩემი სახლი 3 წლის განმავლობაში იყო. ამ დროის განმავლობაში, ეს ულამაზესი ქვეყანა თავისი შესანიშნავი მთებით, შუა გზაზე მწოლიარე ათობით ათასი ცხვარით, უგემრიელესი კერძებითა და ღვინით შემიყვარდა. საქართველო იმდენად ჯადოსნური ქვეყანაა, რომ მის აღსაწერად სიტყვები საკმარისი არაა",- ამბობს მილდერი.

ესტონეთში ევროვიზიის შიდა შესარჩევ კონკურსში 24 კონკურსანტი მონაწილეობს. კონკურსის პირველი და მეორე ნახევარფინალი 13-15 თებერვალს გაიმართება. გამარჯვებული სიმღერა, 2020 წლის ევროფესტივალზე, როტერდამში, ესტონეთის სახელით გაჟღერდება.

აღსანიშნავია, რომ ეგერტ მილდერის სიმღერა კონკურსის ერთ-ერთი ფავორიტია. მილდერს ესტონეთის შიდაშესარჩევ კონკურსში მხარდაჭერა ესტონეთში მცხოვრებ ქართველებსაც შეუძლიათ. მათ, 2020 წლის 13 თებერვალს ამ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა უყურონ და სურვილის შემთხვევაში მხარი დაუჭირონ მომღერალს, რომელიც საქართველოს სიყვარულზე მღერის.

2020 წლის 13 თებერვალს, შიდაშესარჩევი კონკურსის პირველ ნახევარფინალში ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ხმის მიცემის წესებს გააჟღერებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge