png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

სასიკვდილო მაკიაჟი - რა საშიში ბაქტერიებია დაბუდებული თქვენი კოსმეტიკის ჩანთებში

  • ეს საინტერესოა
  • 04.12.2019
  • 11:26
სასიკვდილო მაკიაჟი - რა საშიში ბაქტერიებია დაბუდებული თქვენი კოსმეტიკის ჩანთებში

ათიდან ცხრა კოსმეტიკური საშუალება და მაკიაჟის ხელსაწყო დაბინძურებულია პოტენციურად სასიკვდილო მიკრობებით - მათ შორის სტაფილოკოკითა და ნაწლავის ჩხირით. კოსმეტიკის მფლობელებს კი ეს ბაქტერიები ყოველ დღე სახეზე გადააქვთ.

შესაბამისი დასკვნა გააკეთეს ბირმინგემში, ასტონის უნივერსიტეტის ექიმებმა, რომლებმაც რამდენიმე ასეული კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობა შეისწავლეს.

კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ კოსმეტიკის მომხმარებელთა უმეტესობა არასდროს რეცხავს მაკიაჟის წასასმელ ფუნჯებსა და ღრუბელს და არასდროს აქცევენ ყურადღებას ამა თუ იმ პროდუქტის ვადას.

შედეგად კოსმეტიკის საშუალებებში იბუდებს მილიონობით ბაქტერია, რომელმაც შესაძლოა, სახეზე, განსაკუთრებით თვალების, პირის ან დაზიანებული კანის მიდამოებში გადატანისას გამოიწვიოს რიგი დაავადებები - მათ შორის კანის ინფექციები და სისხლის ინფიცირება. განსაკუთრებით რისკის ქვეშ იმყოფებიან სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები.

მეცნიერებმა მიკროსკოპის ქვეშ შეისწავლეს დეკორატიული კოსმეტიკის ხუთი ტიპი: ტუჩსაცხი (96 ერთეული), ტუჩების მბზინავი საცხი (107), თვალის ფანქარი (92), წამწამების ე.წ. ტუში(93) და მაკიაჟის წასასმელი ღრუბელი (79).

ბაქტერიების ყველაზე საშიში წყარო აღმოჩნდა ღრუბელი - ახალიც კი. მასში საშიში მიკრობების კონცენტრაციამ მილილიტრზე ერთ მილიონზე მეტი ბაქტერია შეადგინა, ყველა დანარჩენ კოსმეტიკურ საშუალებაში დაბინძურება სამი-ოთხი ნიშნულით დაბალი აღმოჩნდა.

კოსმეტიკის მომხმარებელთა გამოკითხვისას, გაირკვა, რომ მათი 93 პროცენტი ღრუბელს არასდროს რეცხავდა, ამასთან, ორმა მესამედმა აღიარა, რომ გამოყენების პროცესში ღრუბელი ზოგჯერ იატაკზე უვარდებოდა, რის შემდეგაც მის გამოყენებას ისევ აგრძელებდა.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ღრუბელში ბაქტერიების გავრცელებისთვის იდეალური პირობები იქმნება. რადგან გამოყენების შემდეგ მის ზედაპირზე რჩება ტენი და კვებითი ნივთიერებები. კოსმეტკის მომხმარებლები საშიში მიკრობებით დაავადების საფრთხის ქვეშ არიან, ისე, რომ ამის შესახებ წარმოდგენაც არ აქვთ.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კოსმეტიკის მწარმოებლებმა უფრო დეტალური ინსტრუქცია უნდა გააცნონ მომხმარებლებს თავიანთი პროდუქციის მოვლის შესახებ, ამასთნ, უფრო მკაფიოდ მიუთითონ ვადის გადამოწმების აუცილებლობის თაობაზე. საინტერესოა, რომ მაგალითად, აშშ-ში კანონმდებლობა საერთოდ არ ავალდებულებს კოსმეტიკის მწარმოებელს პროდუქციაზე ვადის მითითებას.

ჰიგიენის ევროპული სტანდარტები ამ მხრივ სიმკაცრით უფრო მეტად გამოირჩევა. თუმცა მიკრობები კოსმეტიკურ საშუალებებში მაინც აღწევს გამოყენების დაწყებისთანავე და აქტიურად მრავლდება. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს სტაფილოკოკები, ნაწლავის ჩხირები, ენტერობაქტერიები და სოკო გამოკვლეული კოსმეტიკური პროდუქციის უმეტესობაში (70-90%). ამ პროდუქციებში ერთ მილილიტრზე რამდენიმე ასულიდან რამდენიმე ათასეულამდე ბაქტერიის კონცენტრაცია დაფიქსირდა.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ იმის მიუხედავად, რომ კოსმეტიკა ისე მალე არ ფუჭდება, როგორც კვების პროდუქტები და ინარჩუნებს თავის დეკორატიულ თვისებებს, მათი გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში რისკის შემცველია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge