png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საქართველოს ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით უპრეცენდენტო, ინოვაციურ პროდუქტებს ნერგავს

  • ბიზნესი
  • 29.11.2019
  • 16:38
საქართველოს ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით უპრეცენდენტო, ინოვაციურ პროდუქტებს ნერგავს

29  ნოემბერი, 2019- საქართველოს ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით ინოვაციური პროდუქტების დანერგვაზე აცხადებს. ბანკმა 2020 წელი ინოვაციების წლად გამოაცხადა. პირველად მთელს რეგიონში, საქართველოს ბანკის მომხმარებელი მეტროთი მგზავრობას კამერის იდენტიფიკატორის ე.წ. Face Recognition–ით იგივე, „ღიმილით გადახდით“ შეძლებს. გადახდის ახალი სისტემა არის ინოვაციური პროდუქტი, რომლის ანალოგიც არათუ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბითაც კი არ არის დანერგილი. საქართველოს ბანკი არის პირველი ბანკი, ვინც  „ღიმილით გადახდა“  არამხოლოდ საქართველოში, არამედ CEMEA-ს (ცენტრალური ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის) ქვეყნებში პირველმა დანერგა. Face Recognition -ით გადახდა  ინოვაციური, უსაფრთხო, მარტივი და სწრაფია. „ღიმილით გადახდისას“  0,5 წამიც კი საკმარისია, რომ მომხმარებელმა ბარათის გამოყენების  ნაცვლად ტურნიკეტის კამერასთან მარტივად  გაიაროს იდენტიფიკაცია  და მგზავრობის საფასურიც გადაიხადოს. „ღიმილით გადახდა“ უკვე ავლაბრის მეტროშია შესაძლებელი. გადახდის ინოვაციური სისტემა,  Visa-სთან პარტნიორობის შედეგად დაინერგა.

 

იმისათვის რომ მომხმარებელმა შეძლოს ამ ულტრატანამედროვე პროდუქტით სარგებლობა,  ის უნდა ფლობდეს საქართველოს ბანკის Visa-ს, Mastercard-ის ან  American Express-ის ბარათს. იმისათვის რომ მომხმარებელმა დაუბრკოლებლად შეძლოს მგზავრობა, საჭიროა მან  გადაიღოს ე.წ. „სელფი“  მობილბანკში და დაუკავშიროს სასურველს ბარათს.  მას შემდეგ, რაც მოხდება მისი ფოტოს მონაცემთა ბაზაში ასახვა, ის შეძლებს ისარგებლოს „ღიმილით გადახდით“. გადახდის ახალი სისტემა სრულიად დაცულია, რადგან უსაფრთხოების ყველა ასპექტი ვერიფიცირებული და სერტიფიცირებულია 3D კამერებისა და უსაფრთხოების სხვა პარამეტრების გათვალისწინებით.

„ღიმილით გადახდის“ გარდა სულ მალე საქართველოს ბანკის მეშვეობით „ღიმილით განაღდება“ გახდება შესაძლებელი. ბანკომატიდან თანხის განაღდების შემთხვევაშიც საჭირო აღარ არის ბარათის გამოყენება. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ბანკომატის კამერასთან იდენტიფიკაციის გავლა, რის შემდეგაც მომხმარებელი კრეფს პინკოდს და ანაღდებს  სასურველი ოდენობის თანხას.

საქართველოს ბანკი სულ მალე კიდევ ერთ, სრულიად ახალ, ინოვაციურ პროდუქტს-,,გატერმინალებას“ წარადგენს, ეს ნიშნავს იმას, რომ ანდროიდის ტელეფონი გადახდის ტერმინალი ხდება. სიახლე განსაკუთრებით უწყობს ხელს ბიზნესს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესის მფლობელი გადახდების მიღებას მისი კუთვნილი ტელეფონით შეძლებს. ეს კი კიდევ უფრო მოსახერხებელი, მარტივი, მოქნილი და სწრაფია. ამისათვის კი საჭიროა, Android 5.0 სისტემის ტელეფონს NFC მხარდაჭერით. ახალი პროდუქტის მეშვეობით  მომხმარებელი გადახდას შეძლებს ყველგან, (იქაც კი, სადაც მანამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორება ხდებოდა). მომხმარებელი და ბიზნესის წარმომადგენელი შეძლებს, გადახდები უნაღდო ანგარიშსწორებით განახორციელონ და აღარ იფიქრონ ნაღდ ანგარიშსწორებასა თუ ხურდის მოძიებაზე. ინოვაციური გადახდის სისტემით სარგებლობა მარტივია. ამისთვის საჭიროა საბანკო  ბარათის ან  ტელეფონის   მხოლოდ ერთი შეხება.

კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი, რასაც საქართველოს ბანკი პირველი ნერგავს, სავაჭრო და მომსახურების წერტილებში თანხის ტერმინალით განაღდებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი მომხმარებელს ხელთ საჭირო თანხა  არ აღმოაჩნდება,  მას აქვს შესაძლებლობა, საქართველოს ბანკის მერჩანტთან, სასურველი ნივთის შეძენასთან ერთად, ტერმინალით გაანაღდოს თანხა. ამისათვის კი საჭიროა მხოლოდ საბანკო ბარათი. მერჩანტის დახმარებით ბარათიდან  განხორციელდება სასურველი ნივთის ან მომსახურების შეძენა და ამავდროულად, თანხის განაღდებაც. მომსახურების დანერგვა 2020-ში მარკეტებში, აფთიაქებში და სხვა სავაჭრო წერტილებში იგეგმება.

კიდევ ერთი პროდუქტი, რასაც საქართველოს ბანკი 2020-ში დანერგავს, ეს უნაღდო ანგარიშსწორებით ე.წ. „თიფის“, იგივე  „სამადლობელი“-ის დატოვებაა.  ეს იმას ნიშნავს,  რომ იმ შემთხვევაში თუ კვების ობიექტებში- კაფეში, ბარში, რესტორანში მომსახურების სათანადოდ გაწევის შემდეგ მომსახურე პერსონალისთვის დამატებითი გასამრჯელოს დატოვება გსურთ, მაგრამ საჭირო თანხა არ აღმოგაჩნდათ ნაღდი ფულის სახით, ამ პრობლემას  „სამადლობელი“-ის  ფუნქციის მქონე ტერმინალი მოაგვარებს. ამისათვის კი საჭიროა, მოითხოვოთ საქართველოს ბანკის ტერმინალი და მასზე  ბარათის მხოლოდ ერთი მარტივი შეხებით გადაიხადოთ მომსახურების საფასური და დატოვოთ „სამადლობელი“.  ე.წ. „თიფის“ გადახდა ნებისმიერი ბანკის ბარათით იქნება შესაძლებელი, თუმცა, მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალით.

„საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს, საკუთარ მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის ინოვაციური პროდუქტები თუ სერვისები შესთავაზოს. ამჯერად ჩვენ მათ ინოვაციური პროდუქტების მთელ სერიას ვთავაზობთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში წარვადგენთ მომხმარებლისა თუ ბიზნესის ინტერესებზე მორგებულ სრულიად ინოვაციურ პროდუქტებს.  საქართველოს ბანკი 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, რაც დიდი პასუხისმგებლობაა და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ოპერატიულად ვუპასუხოთ მომხმარებლის მუდმივადცვალებად მოთხოვნებს და ამავდროულად, ხელი შევუწყოთ ბიზნესს მის სამომავლო განვითარებაში“, -განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge