png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პრინცმა ენდრიუმ, მოზარდების პროსტიტუციაში ჩართვაში ბრალდებულ ეპშტეინთან მეგობრობის გამო საჯარო ვალდებულებები მოიხსნა

  • მსოფლიო
  • 21.11.2019
  • 12:30
პრინცმა ენდრიუმ, მოზარდების პროსტიტუციაში ჩართვაში ბრალდებულ ეპშტეინთან მეგობრობის გამო საჯარო ვალდებულებები მოიხსნა

ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის ვაჟმა, პრინცმა ენდრიუმ, საჯარო ვალდებულებები მოიხსნა. მისი განცხადებით, შესაბამისი გადაწყვეტილება  ჯეფრი ეპშტეინთან კავშირის შესახებ ბრალდებების ფონზე მიიღო, რომელიც არასრულწლოვანების პროსტიტუციაში ჩართვის გამო იყო გასამართლებული.

პრინცის გადაწყვეტილების შესახებ ბუკინგემის სასახლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მკაფიოდ გავაცნობიერე, რომ წასრულში ჩემი კონტაქტები ჯეფრი ეპშტეინთან, სერიოზული ფაქტორი გახდა, რომელიც ხელს უშლის როგორც ჩემი ოჯახის მუშაობას, ისე უამრავ საქველმოქმედო ორგანიზაციის მუშაობასაც, რომლებსაც სიამაყით ვეხმარებოდი. მის უმაღლესობას ვთხოვე ნებართვა მოეცა ჩემთვის ჩამოვშორებოდი საჯარო ვალდებულებებს უახლოეს მომავალში“, - ნათქვამია პრინცის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

 „კვლავინდებურად ვწუხვარ ეპშტეინთან ჩემი კავშირის გამო. მისმა თვითმკვლელობამ უმარავი გადაუჭრელი საკითხი დატოვა“, - აღნიშნავს პრინცი ენდრიუ.

2019 წლის ივლისში ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი პროსტიტუციის საქმეზე დააკავეს. ერთი თვის შემდეგ კი ის ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს.

ეპშტეინის სიკვიდლის მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება, თუმცა მომხდარზე გამოძიება დღესაც გრძლედება.

ეპშტეინს უკვაშირებდნენ პრინც ენდრიუს, რომლის სახელმაც 2015 წელს ფინანსისტის საქმის მასალებში გაიჟღერა.

საქმეში გამოიკვეთა მოწმე ვირჯინია ჯუფრე. ის ამტკიცებდა, რომ ეპშტეინი მას 17 წლის ასაკში აიძულებდა გავლენიან მამაკაცებთან, მათ შორის პრინც ენდრიუსთან სექსით დაკავებას.

ამის შემდეგ, კომპანიებმა ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში, რომლებთანაც პრინცი ენდრიუ თანამშრომლობდა, მისგან დისტანცირება დაიწყეს. მათ შორის აღმოჩნდა უმსხვილესი ტელესაკომუნიკაციო კომპანია BT.

პრინცი ენდრიუ ჯეფერი ეპშტეინთან ერთად

Эпштейн и принц Эндрю

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge