png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ქართული ჯარი ქართული ხორცით იკვებება

  • თავდაცვა
  • 25.12.2015
  • 16:09
ქართული ჯარი ქართული ხორცით იკვებება

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის 14 სამხედრო ბაზა 11 დეკემბრიდან ახალი ქართული ხორცით მარაგდება. დღეს ახალი ქართული ხორცით დამზადებული კერძები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თინათინ ხიდაშელმა, მისმა პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ ჟურნალისტებთან ერთად დააგემოვნეს.

ადგილობრივი წარმოების ახალი ხორცის შეტანა ქართულ ჯარში უპრეცედენტოა და საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს. ქართული საქონლის ხორცის შესყიდვაზე ღია ელექტრონული ტენდერი 27 ოქტომბერს გამოცხადდა. ტენდერში შპს „ახალმა ხორცმა“ გაიმარჯვა.

თინათინ ხიდაშელმა ადგილობრივი წარმოების პროდუქტით ქართული ჯარის მომარაგებისა და ქართული ბიზნესის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „ზაფხულში საზოგადოებას პირობა მივეცით, რომ ქართულ ჯარში ქართულ კვებას თანდათანობით შემოვიტანდით. ეს ძალიან ბევრ მიზანს ემსახურება. გარდა იმისა, რომ სამხედრო მოსამსახურეები ჯანსაღ, ახალ საკვებს იღებენ, ეს ეხმარება ქართული წარმოების განვითარებას, ასაქმებს ხალხს ჩვენს ქვეყანაში. კვებაში დაახლოებით 40 მილიონამდე ლარს ვხარჯავთ და ამ თანხის უზარმაზარი ნაწილი მიდის ქვეყნის გარეთ. ვფიქრობთ, რომ ეს აბსოლუტურად არასწორია, მითუმეტეს სოფლის მეურნეობის იმ პროგრამების პირობებში, რომლებიც ქვეყანაში ბოლო სამი წლის განმავლობაში დაიწყო... იანვრიდან მთელ საქართველოში ყველა საჯარისო ფორმირება უკვე ქართულ ხორცზე გადავა. იანვარში ასევე გამოვაცხადებთ ტენდერს ქათმის ხორცზე, თანდათანობით ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს ბოსტნეულსა და ყველა იმ პროდუქტთან დაკავშირებით, რომლის წარმოებაც ქვეყანაში არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. ამ ყველაფერს მხოლოდ ორგანიზება სჭირდება. ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი როგორც ჯანსაღი პროდუქტით ჩვენი ჯარის მომარაგებას, ასევე ქართული ბიზნესის განვითარებას. 2016 წელს სხვა მიმართულებითაც ბევრი გეგმა გვაქვს და სასიამოვნო სიახლეებს ვაუწყებთ ქართულ საზოგადოებას.“

საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციით მომარაგება თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომლის მიზანი ქართული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობაცაა. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს მიერ 32 ელექტრონული ტენდერი 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტზეა გამოცხადებული, რომლის საერთო ღირებულება 15 178 726 ლარს შეადგენს. დღესვე დგება ვაჭრობა, რის შედეგადაც გაიმართება შერჩევა-შეფასების ეტაპი და გამოვლინდება გამარჯვებული მომწოდებლები აღმოსავლეთ საქართველოში, დასავლეთ საქართველოსა და გორის რაიონში. ღია ელექტრონულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულება კი 2016 წლის 15 იანვრიდან 15 ივლისის ჩათვლით გაფორმდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge