png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ტრამპი აპირებს მოსახლეობას ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის სტენოგრამა წაუკითხოს

  • მსოფლიო
  • 01.11.2019
  • 12:04
ტრამპი აპირებს მოსახლეობას ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის სტენოგრამა წაუკითხოს

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სურს ხალხს უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრების სტენოგრამა წაუკითხოს, რომლის გამოც მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.

 „ადრე თუ გვიან დავჯდები - შესაძლოა, ეს იყოს პრეზიდენტის საუბარი მოსახლეობასთან ტელევიზიის  პირდაპირ ეთერში და წავიკითხავ საუბრის სტენოგრამას, რადაგან ხალხმა ეს უნდა მოისმინოს“, - განაცხადა ტრამპმა გაზეთ  газету Washington Examiner-თან ინტერვიუში.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ლიდერთან მისი სატელეფონო საუბარი იყო „კარგი“ და „მას ცუდი არაფერი გაუკეთებია“.

ამასთან აღნიშნა, რომ ვაშინგტონს უკრაინისთვის დახმარებისას ყურადღბა უნდა მიექცია კორუფციისთვის.

 „ჩვენ მათ ფულს და იარაღს ვაძლევთ, ვალდებულნი ვართ ყურადღება მივაქციოთ კორუფციას“, - თქვა ტრამპმა.

31 ოქტომბერს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ოფიციალურად დაწყების შესახებ.

სექტემბერში თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის სტენოგრამა, რომელიც ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოსთხოვა ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანტერის საქმიანობის გამოძიება, რომლიც Burisma Group-ის დირქტორთა საბჭოს წევრი იყო.

დემოკრატებმა ტრამპის წინააღმდერგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს. პრეზიდენტს ისინი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის დისკრედიტაციის მცდლობაში ადანაშაულებენ, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის მთავარი კონკურენტია. ტრამპი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ კორუფციის საქმე ჩინეთმაც უნდა გამოიძიოს, საიდანაც მისი აზრით, ჰანტერ ბაიდენი ფინანსურ სარგებელს იღებდა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge