png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მედიამ შეიტყო ძაღლის ჯიშისა და სახელის შესახებ, რომელიც ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაში მონაწილეობდა

  • მსოფლიო
  • 29.10.2019
  • 16:27
მედიამ შეიტყო ძაღლის ჯიშისა და სახელის შესახებ, რომელიც ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაში მონაწილეობდა

ძაღლი, რომელმაც „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ოპერაციაში გადამწყვეტი როლი შეასრულა, ბელგიური ნაგაზის სახეობა მალინუა, სახელად კონანი აღმოჩნდა. იუწყება გამოცემა Newsweek-ი. კონანი სპეცოპერაციის დროს დაშავდა.

ჟურნალის წყაროს მონაცემებით, „კაცური“ სახელის მიუხედავად, ის გოგოა. ძაღლს სახელი ამერიკელი კომიკოსის კონან ობრაიენის პატივისცემის ნიშნად დაარქვეს. ამ მომენტისთვის ძაღლი ვეტერინალურ კლინიკაში იმყოფება სამკურნალოდ.

აშშ-ის ძაღლთა სამხედრო ასოციაციის პრეზიდენტის რონ აიელოს თქმით, აღნიშნული ჯიშის ძაღლები გამოირჩევიან გონიერებით.

ამერიკელი სამხედროები მალინუას ხშირად იყენებენ გამცილებლებად სამხედროების დაცვის მიზნით, ასევე მტრის მოსაძებნად და ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოსაჩენად.

ამავე ჯიშის ძაღლი, სახელად კაირო, მონაწილეობდა 2011 წელს სამხედრო ოპერაციის დროს, როდესაც პაკისტანში ტერორისტი უსამა ბენ ლადენი მოკლეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა ძაღლის ფოტო, რომელმაც ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. პრეზიდენტმა ძაღლის ჯიშისა და სახელის გასაჯაროვებისგან თავი შეიკავა.

 „ვაქვეყნებთ შესანიშნავი ძაღლის (მის სახელი საიდუმლოა) ფოტოს, რომელმაც ასეთი შესანიშნავი სამუშაო შეასრულა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დასაკავებლად და გასანადგურებლად“, -წერს ტრამპი.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაცია 27 ოქტომბერს სირიაში აშშ-ის სპეცოპერაციის შედეგად მოხდა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge