png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ალ-ბაღდადის კვალს მისი მთავარი თნაშემწის მეშვეობით მიაგნეს

  • მსოფლიო
  • 28.10.2019
  • 10:19
ალ-ბაღდადის კვალს მისი მთავარი თნაშემწის მეშვეობით მიაგნეს

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის კვალს მისი ერთ-ერთი მთავარი თანაშემწის მეშვეობით მიაკვლიეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ერაყის უსაფრთხოების ძალებზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს წყაროს ცნობით, ისმაილ ალ-ითავი ალ-ბაღდადის ხუთი მთავარი თანაშემწიდან ერთ-ერთი იყო. 2006 წელს ის „ალ-ქაიდას“ შეუერთდა, 2008 წელს კი აშშ-ის შეირაღებულმა ძალებმა დააკავა და ოთხი წელი ციხეში გაატარა. ამის შემდეგ ალ-ბაღდადიმ ალ-ითავის საკვანძო საკითხები მიანდო, მათ შორის „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურების შერჩევა.

მიმდინარე წელს აშშ-ის, თურქეთისა და ერაყის სპეცსმსახურების ერთობლივი ოპერაციის დროს ტყვედ აიყვანეს „ისლამური სახელმწიფოს“ მნიშვნელოვანი ფიგურები, მათ შორის ოთხი ერაყელი და სირიელი. მათ მიაწოდეს ინფორმაცია, თუ სად ხვდებოდნენ სირიაში ალ-ბაღდადის, რის შემდეგაც სპეცსამსახურები დაუკავშირდნენ ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ამ ადგილზე დაზვერვის თანამშრომელთა დიდი რაოდენობით განთავსებს თაობაზე.

 „2019 წლის შუა პერიოდში დავადგინეთ, რომ ალ-ბაღდადი გადაადგილდებოდა თავის ოჯახთან და უახლეოს თანაშემწეებთან ერთად სოფლიდან სოფელში იდლიბში“, - განუცხადა სააგენტოს წყარომ.

ამის შემდეგ დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა იდლიბის ბაზარში შენიშნეს ერაყელი და ფოტოსურათებით მასში ალ-ითავი ამოიცნეს. ისინი მის კვალს გაყვნენ, რამაც იმ სახლთან მიიყვანა, სადაც ალ-ბაღდადი ცხოვრობდა.

„ჩვენ დეტალები დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს გადავეცით, ისინი ბოლო ხუთი თვის განმავლობაში თვალთავლისთვის იყენებდნენ თანამგზავრსა და უპილოტო საფრენ აპარატს“, - განაცხადა წყარომ.

ალ-ბაღდადი სახლიდან ბოლოს ცოტა ხნს წინ თავის ოჯახთან ერთად გამოვიდა მეზობელ სოფელში წასასვლელად, წყაროს თქმით, ეს მისი სიცოცხლის ბოლო წუთები იყო.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 27 ოქტომბერს‘ალ-ბაღდადის ლიკვიდაცია დაადასტურა. მისი თქმით, 26 ოქტომბერს, აშშ-ს სამხსახრუების ოპერაციის დროს, მან აიფეთქა. მასთან ერთად დაიღუპა მისი სამი შვილიც.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge