png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ესპანელი დიქტატორის ფრანსისკო ფრანკოს ნეშტი მავზოლეუმიდან გადაასვენეს

  • მსოფლიო
  • 24.10.2019
  • 16:26
ესპანელი დიქტატორის ფრანსისკო ფრანკოს ნეშტი მავზოლეუმიდან გადაასვენეს

ესპანელი დიქტატორის ფრანსისკო ფრანკოს ნეშტი დაცემულთა ხეობიდან გადაასვენეს. მას ელ-პატროსთან 50 კმ-ში მდებარე მინგორუბიოს სასაფლაოზე ცოლის გვერდით დაკრძალავენ.

გადასვენების პროცესზე მედია არ დაუშვეს, აკრძალული იყო ფოტოებისა და ვიდეოს გადაღება. ცერემონიას ფრანკოს ნათესავები ესწრებოდნენ. გადასვენების პროცესს სახელმწიფო ტელევიზია გადასცემდა. ფრანკოს ნათესავებმა მისი კუბო მხრებით გამოასვენეს და კატაფალკაში დაასვენეს, „გაუმარჯოს ფრანკოს“ , - ყვიროდნენ ისინი ამ მომენტში. დიქტატორის ნეშტი ვერტმფრენით გადაასვენეს.

ცერემონიაზე იმყოფებოდა ფრანკოს უფროსი შვილიშვილი ფრანსის ფრანკო, ასევე იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემდსრულებელი დოლორეს დელგადო და მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი.

ფრანკოს ოჯახმა გადასვენება სასამართლოში გასაჩივრა, თუმცა პროცესი წააგო. მათ გააპროტესტეს დაკრძალვის ადგილიც და მოითხოვეს ფრანკოს ნეშტი დედაქალაქის ცენტრში მდებარე ალმუდენას კათედრალში გადაესვენებინათ, თუმცა სასამართლომ არც ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ფრანკო 44 წლის წინ გარდაიცვალა. მაშინ ის დაცემულთა ხეობაში (Valle de los Caídos) დაკრძალეს. მავზოლეუმის მშენებლობაში პოლიტპატიმრებიც მონაწილეობდნენ, რომლებსაც ფრანკოს რეჟიმი იძულებით ამუშავებდა. იქ დაკრძალულია 1936-39 წლებში, სამოქალაქო ომში დაღუპული 30 000-ზე მეტი ადამიანი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge