png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სატვირთოს კონტეინერი, სადაც 39 ცხედარი იპოვეს, გაყინული პროდუქტების გადასაზიდი მაცივარია - ექსპერტი

  • მსოფლიო
  • 23.10.2019
  • 16:10
სატვირთოს კონტეინერი, სადაც 39 ცხედარი იპოვეს, გაყინული პროდუქტების გადასაზიდი მაცივარია  - ექსპერტი

სატვირთო ავტომობილის კონტეინერი, სადაც 39 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს, რეფრიჟერატორი იყო. დიდი ბრიტანეთის ავტოგადამყვანების ასოციაციის პრეზიდენტის რიჩარდ ბერნეტის თქმით, რეფრიჟერატორში არსებული პირობები ადამიანისთვის მომაკვდინებელია.  

 „რეფრიჟერატორის შიგნით ტემპერატურა გაყინული პროდუქტების გადატანისას, შესაძლოა მინუს 25 გრადუსამდე დაეცეს. ამ პირობებში ადამიანის გადაყვანა უმოკლეს ვადებში მის გარდაუვალ სიკვიდილს გამოიწვევს“, - აღნიშნა სპეციალისტმა.

ასევე ბერნეტის თქმით, კონტეინერში არ არსებობს განათება და ერთადერთი ადგილი, რომელიც საპირფარეშოდ გამოიყენება, არის კონტეინერის ბოლო წერტილი. „წარმოიდგინეთ, თუ ეს ადამიანები იქ რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, იქაურობა ფეკალიებითა და შარდით იქნებოდა სავსე“, - აღნიშნა ექსპერტმა გამოცემა Irish News-სთან ინტერვიუში.

ესექსის საგრაფოს პოლიციამ დღეს დილით სატვირთო ავტომობილში 39 ცხედარი აღმოაჩინა. დაღუპულთა შორის ერთი მოზარდია. სატვირთო ბრიტანეთში სავარაუდოდ ბულგარეთიდან ჩავიდა. დაკავებულია სატვირთოს მძღოლი, 25 წლის ჩრდილოეთ ირლანდიელი. 

ადგილობრივი პოლიციის დეპარატამენტის უფროსმა ენდრიუ მარინერმა განაცხადა, რომ ცხედრების იდენტიფიცირებას დიდი დრო დასჭირდება.

დადგენილია, რომ სატვირთო დიდ ბრიტანეთში კვირას ჩავიდა.

სატვირთოს აღმოჩენის ზონის ირგვლივ პოლიციელთა კორდონი განთავსდა.

„ადამიანებით ვაჭრობა - უზნეო და საშიში ბიზნესია“, - დაწერა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ესექსის პარლამენეტის წევრმა ჯეკი დოილ-პრაისმა და იმედი გამოთქვა, რომ მკვლელებს იპოვიან და მართლმსაჯულებას გადასცემენ.

პოლიცია მომხდარის ვერსიებზე ჯერჯერობით არ საუბრობს.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პრიტი პატელმა განაცხადა, რომ მომხდარი ტრაგედიის გამო შოკირებულია.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge