png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აშშ-ში 86 წლის მამაკაცი 39 წლის წინ ჩადენილი მკვლელობისთვის დააკავეს

  • მსოფლიო
  • 23.10.2019
  • 15:36
აშშ-ში 86 წლის მამაკაცი 39 წლის წინ ჩადენილი მკვლელობისთვის დააკავეს

აშშ-ში, ტეხასელმა პოლიციელებმა დააკავეს 86 წლის მამაკაცი, რომელიც თითქმის 40 წლის წინ ჩადენილ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, იუწყება CNN.

უოლტერ ჯეიმს მეისონი 10 ოქტომბერს დააკავეს. ის ტეხასში შეცვლილი სახელით ცხოვრობდა. მამაკაცის ნამდვილი ვინაობა თითის ანაბეჭდებთ დაადგინეს. 13 ოქტომბერს ის აიდაჰოს შტატში, ქალაქ კლეიტონში გადაიყვანეს, სადაც დანაშაული მოხდა. მეისონი დანაშაულს არ აღიარებს.

მკვლელობა 1980 წლის 22 სექტემბერს მოხდა. კლეიტონის ერთ-ერთ ბარში დენიელ მეისონ ვული ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. ბარის სხვა მომხმარებელი მხარში იყო დაჭრილი. დანაშაულის ადგილზე ასევე აღმოაჩინეს სასტიკად ნაცემი ქალი.  

გამოცემა New York Daily News-ის ცნობით, ქალი მეისონის ცოლი აღმოჩნდა. ქალზე თავდასხმის შემდეგ ვულიმ და კიდევ ორმა მამაკაცმა მეისონი ბარიდან გაიყვანეს. მამაკაცმა ქუჩაში გაჩერებული მანქანიდან ორი პისტოლეტი ამოიღო, ბარში დაბრუნდა და სროლა დაიწყო.

ამის შემდეგ ის დანშაულის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ მის ადგილსამყოფელს ვერ მიაგნო.

როგორც Washington Post-ი წერს, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები ადგილობრივ პოლიციას გამოძიებაში 1985 წლამდე ეხმარებოდნენ, მაგრამ უშედეგოდ, შემდეგ კი გამოძიება შეწყვიტეს. თუ როგორ გავიდა პოლიცია მეისონის კვალზე, ამაზე არაფერია ნათქვამი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge