png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აშშ-სა და თურქეთის შეთანხმებამ შეამცირა ძალადობა სირიაში - იენს სტოლტენბერგი

  • მსოფლიო
  • 23.10.2019
  • 14:32
აშშ-სა და თურქეთის შეთანხმებამ შეამცირა ძალადობა სირიაში - იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს მიაჩნია, რომ სწორედ თურქეთსა და აშშ-ის შორის ჩრდილოეთ სირიასთან დაკავშირებით მიღწეულმა შეთანხმებამ შეამცირა ძალადობის დონე რეგიონში, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

აშშ-მა და თურქეთმა 17 ოქტომბერს განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ 120 საათით თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერებასა  და ქურთული შენაერთების გაყვანაზე თურქეთ-სირიის საზღვარზე 30-კმ-იანი ბუფერული ზონიდან.

 „მივესალმები თურქეთისა და აშშ-ის ერთობლივი განცხადების შემდეგ ძალადობის მნიშვნელოვან შემცირებას. მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე ყველა ძალამ იმოქმედოს ზომიერად და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

მის თქმით, „ცოტა ხნის წინ მომხდარი მოვლენები ხაზს უსვამენ პოლიტიკური დარეგულირების გადაუდებელ აუცილებლობას“.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საჭიროა „იმ წარმატებების შენარჩუნება, რომლებსაც ერთობლივად მიაღწიეს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

მანამდე გამართულ პრეს-კონფერენციაზე სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ სირიასთან დაკავშირებით რუსეთ-თურქეთს შორის გაფორმებული მემორანდუმის შეფასება ნაადრევია.  

გუშინ რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების 10-პუნქტიან მემორანდუმს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2019 წლის 23 ოქტომბრის 12:00 საათიდან  სირია-თურქეთის საზღვარზე, სირიის მხარეს თურქეთის სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ ზონის გარეთ შევლენ რუსეთის სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფები და სირიის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები.

დღეს თურქეთმა სამხედრო ოპერაციის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge