png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩილეში საპროტესტო აქციების დროს 15 ადამიანი დაიღუპა

  • მსოფლიო
  • 22.10.2019
  • 16:53
 ჩილეში საპროტესტო აქციების დროს 15 ადამიანი დაიღუპა

ჩილეში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, დაჭრილია 211, 2643 ადამიანი კი დაკავებულია. ამის შესახებ ჩილეს შს მინისტრის მოადგილემ როდრიგო უბილიამ განაცხადა.

 „ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიღუპა 15 ადამიანი, მათგან 11 დედაქალაქში. ყველა დაღუპული ხანძარსა და სავაჭრო ცენტრებში მომხდარ ძარცვას ემსხვერპლა... სამი ადამიანი პროვინციებშია მოკლული ცეცხლსასროლი იარაღიდან“, - განაცხადა მან.

ბოლო 24 საათის განმავლობაში 255 ძალადობრივი აქტი მოხდა, მათი უმეტესობა დედაქალაქ სან-ტიაგოში. მინისტრის მოადგილის თქმით, თუ ადრე დამნაშავეები ცეცხლს სუპერმარკეტებს უკიდებდნენ, ახლა ცდილობენ დაანგრიონ ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა. მისი თქმით, გასული ღამის განმავალობაში მომიტინგეებმა დიდი ზიანი მიაყენეს მუნიციპალიტეტებისა და კომისარიატების შენობებს.

6 ოქტომბერს ჩილეში მეტროთი მგზავრობა 0,042 დოლარით (30 პესო) გაძვირდა, რამაც ქვეყანაში პროტესტები გამოიწვია.

სამშვიდობო აქციები 18 ოქტომბერს სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა. პროტესტანტებმა აღმართეს ბარიკადები, დააზიანეს მეტროსადგურები, გადაწვეს სავაჭრო ცენტრები, ავტობუსები, დიდ ქალაქებში ხელისუფლებამ გამოიყვანა სამხედროები და ჯავშანტექნიკა.

ჩილეს ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სანტიაგოსა და სხვა ქალაქებში, რომლებიც ტურისტებს შორის პოპულარულია. ზოგიერთ ქალაქში ღამით კომენდანტის საათი მოქმედებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge