png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ერდოღანი სირიაში საბრძოლო მოქმედებების განახლებას უარყოფს

  • მსოფლიო
  • 18.10.2019
  • 16:24
ერდოღანი სირიაში საბრძოლო მოქმედებების განახლებას უარყოფს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა სირიაში საბრძოლო მოქმედებების შესახებ შეთანხმების დარღვევა კატეგორიულად უარუყო და განაცხადა, რომ ადგილზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს.

„არანაირი სროლა არ მიმდინარეობს, ეს დეზინფორმაციაა, არ ვიცი საიდან მოგაქვთ ეს ყველაფერი. დღეს ვესაუბრე ჩვენს სამხედროებს, მათ დამიდასტურეს, რომ შეტაკებები არ ხდება“, - განუცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ჟურნლისტებს.

დღეს ტელეარხმა Al-Mayadeen-მა ქურთულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქმა სამხედროებმა აშშ-სთან მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, სირიის ქალაქ რას-ელ-აინზე იერიში განაახლეს.

თურქეთი, ანკარაში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ დათანხმდა, სირიაში სამხედრო მოქმედებების დროებით შეწყვეტას. 

"თურქული მხარე შეაჩერებს სამხედრო ოპერაციას, რათა ქურთების სახალხო შენაერთები უსაფრთხო ზონიდან გავიდნენ მომდევნო 120 საათის განმავლობაში. ხოლო ოპერაცია სრულად შეწყდება მას შემდეგ, რაც აღნიშნული ძალები გავლენ“, – განაცხადა მაიკ პენსმა.

მაიკ პენსის თქმით, აშშ მზად არის გააუქმოს სანქციები თურქეთის ორი მინისტრისა და სამი ოფიციალური პირის მიმართ, როდესაც ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტა განხორციელდება

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის წყარო", 9 ოქტომბერს დაიწყო.

ანკარა აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაცია მიმართულია ტერორისტული დაჯგუფების, "ისლამური სახელმწიფოს" და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ.

სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა თურქეთის შინაგან საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრებს, ასევე, თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებს.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge