png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გაერომ ვენესუელა ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩია

  • მსოფლიო
  • 18.10.2019
  • 13:12
გაერომ ვენესუელა ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩია

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ვენესუელა 220-2022 წლების ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩია. ვენესუელას მხარი 193-დან 105-მა ქვეყანამ დაუჭირა. საბჭოში ვენესუელის გარდა ასევე შევიდნენ ბრაზილია, ლიბია, მავრიტანია, სუდანი, ნამიბია, ინდონეზია, იაპონია, სამხრეთ კორეა, მარშალის კუნძულები, სომხეთი, პოლონეთი, გერმანია და ნიდერლანდები.

ადამიანის უფლებათა საბჭო გაეროს სისტემის მთავრობათშორისო ორგანოა, რომელშიც 47 სახელმწიფო ერთიანდება. მათ კომპეტენციაში შედის ყველა იმ საკითხის განხილვა, რომელიც ადამიანის უფლების სფეროს ეხება. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომები ჟენევაში იმართება.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში ვენესუელის არჩევას თვალთმაქცობა უწოდა.

 „სამწუხაროდ, მადურომ უსირცხვილოდ მიაღწია ადგილს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში, რათა დაბლოკოს ვენესუელელი ხალხის რეპრესიების შეზღუდვა. სამწუხაროა, რომ სხავ ქვეყნებმა ხმა მისცეს მადუროს მთავრობისთვის ადგილის მინიჭებას. ეს სრული დარტყმაა არამხოლოდ რეჟიმის მსხვერპლთა, არამედ მსოფლიოში ადამიანის უფლებების წინააღმდეგ“, - ნათქვამია პომპეოს განცხადებაში.

 „მადუროს წარმომადგენლის არჩევა შემადგენლობაში - ეს არის ფარსი, რომელიც მომავალშიც დააზიანებს, უკვე შერყეულ ნდობას საბჭოსადმი. აშშ გააძლიერებს მუშაობას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს მხარდასაჭერად, რათა აღდგეს ვენესუელაში ადამიანის უფლბების დაცვა და დემოკრატია“, - აღნიშნულია პომპეოს განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge