png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მათი ნდობა არ შეიძლება - ერდოღანი დასავლეთს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს

  • მსოფლიო
  • 16.10.2019
  • 15:27
მათი ნდობა არ შეიძლება - ერდოღანი დასავლეთს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანი დასავლეთს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს სირიაში სამხედრო ოპერაციის კრიტიკასთან დაკავშირებით.

 „ჩვენი მოკავშირეები ერთს გვეუბნებიან, ზურგს უკან კი მეორეს ამბობენ... ქურთთა მუშათა პარტია  - ეს არის პროექტი, ჩვენი მოკავშირეები ამჯობინებენ თანამშრომლობას სირიელი ქურთების თავდაცვის ძალებთან - YPG-თან და არა ჩვენთან. გვაკრიტიკებენ ჩვენი ოპერაციისთვის და მის შეწყვეტასაც კი მოითხოვენ. მაგრამ 900 ჭურვი (YPG-ის მხრიდან) ჩვენს ქალაქებს მოხვდა, დაიღუპა ჩვენი 20 მოქალაქე, დაიჭრა 70. მაგრამ დასავლეთის ქვეყნებიდან არავინ დაგვირეკა, მათი ნდობა არ შეიძლება“, - განაცხადა ერდოღანმა მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის სხდომაზე.

 „ისლამური სახელმწიფო“ თოკებზე დაკიდებულ თოჯინას გავს, რომელიც ჩვენს რეგიონში ქაოსისთვის არის შექმნილი. ის ქვეყნები, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოს“ მართავენ, დღეს თავს გვაჩვენებენ, თითქოს მათი წინააღმდეგნი არიან. პრობელმა „ისლამურ სახელმწიფოში არ არის და არც ქურთთა მუშათა პარტიაში, პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი რეგიონის წინააღმდეგ არსებობს გეგმა-პროექტი“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

მან აშშ კვლავ დაადანაშაულა სირიელი ქურთებისთვის შეიარაღების მიწოდებაში. „აშშ-მა ერაყის გავლით მათ შეიარაღებით დატვირთული 30 ათასი სატვირთო გაუგზავნა, ასევე ევროპა უჭერს მათ მხარს. ტერორისტებმა ააშენეს 90 კმ სიგრძის გვირაბი. საიდან იღებენ ისინი ცემენტს? მათ ფრანგული კომპანია ამარაგებს. როგორ ახსნით ამას? მათ არ შეუძლიათ ამის დამალვა, ყველაფერი კარგად ჩანს. მაგრამ ამისთვის ფასის გადახდა მოუწევთ“, - განაცხადა ერდოღანმა.

„მივმართავ ნატო-ს ქვეყნებს: როდის გახდა ქურთა მუშათა პარტია და YPG ნატო-ს წევრები, რატომ არაფერი ვიცი ამის შესახებ? ნატო-ს ქვეყნები რატომ უჭერენ მხარს YPG-ს? მოგიწოდებთ იყოთ ჩვენთან და არა ჩვენს წინააღმდეგ“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

ერდოღანმა სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. ხელისუფლების განცხადებით მის მიზანს წარმოადგენს ქურთთა მუშათა პარტიისა და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების განადგურება. ასევე სირიის ჩრდილოეთით უსაფრთხოების ზონის შექმნა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge