png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ტექნიკური უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით CERN-ის მეცნიერი გაბრიელა პულიეზე იმყოფებოდა

  • საზოგადოება
  • 11.10.2019
  • 16:31
ტექნიკური უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით CERN-ის მეცნიერი გაბრიელა პულიეზე იმყოფებოდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) საერთაშორისო კოლაბორაცია CMS-ჯგუფის RPC-სუბდეტექტორის ხელმძღვანელი, ბარის (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორი გაბრიელა პულიეზე იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი პულიეზე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილსა და სტუ-ის CMS-ექსპერიმენტის ჯგუფის წევრებს შეხვდა. მხარეებმა CERN-ის აღნიშნული ექსპერიმენტის მოდერნიზების საკითხები განიხილეს და მასში ტექნიკური უნივერსიტეტის შემდგომ ჩართულობაზე იმსჯელეს, რაც ორივე მხარისათვის მნიშვნელოვანი პროცესია, იმის გათვალისწინებით, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი არაერთი წელია წარმატებით თანამშრომლობს CERN-თან.

შეხვედრაზე იტალიელმა პროფესორმა ყურადღება გაამახვილა იმ სოლიდურ წვლილზე, რაც ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფს CMS-ექსპერიმენტში, კერძოდ კი RPC-სუბდეტექტორის შექმნაში შეაქვს და დადებითად შეაფასა ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან CERN-თან კოლაბორაციაში მყოფი ქართველ მეცნიერთა ჯგუფის სერიოზული მხარდაჭერა.

როგორც გაბრიელა პულიეზემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფს ერთ-ერთი წამყვანი როლი აკისრია RPC-სუბდეტექტორის შექმნის პროცესში და ამასთან, ნაყოფიერად თანამშრომლობს CMS-ექსპერიმენტის სხვა სუბდეტექტორების ჯგუფებთან.

არჩილ ფრანგიშვილმა სტუმარს დეტალურად გაააცნო უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო პროექტები და სამომავლო გეგმები. როგორც რექტორმა განაცხადა, ტექნიკური უნივერსიტეტი უპირობო მზაობას გამოთქვამს, მომავალშიც დაუჭიროს მხარი CERN-ის CMS-ექსპერიმენტში მონაწილე სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფს.

ღონისძიებაზე გამოფენილი იქნება ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები.

ღონისძიება 12 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიხსნება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge