png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

იენს სტოლტენბერგმა თურქეთს ძლიერი და მნიშვნელოვანი მოკავშირე უწოდა

  • მსოფლიო
  • 11.10.2019
  • 14:56
იენს სტოლტენბერგმა თურქეთს ძლიერი და მნიშვნელოვანი მოკავშირე უწოდა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტების შეკითხვა იმის შესახებ თუ როგორ იმოქმედებს ალიანსი აშშ-ის მიერ თურქეთის მიმართ სანქციების დაწესების შემთხვევაში უპასუხოდ დატოვა.

სტოლტენბერგმა დღეს თურქეთთან მოლაპარაკება გამართა. პრეს კონფერენციაზე ერთ-ერთი საკითხი ეხებოდა სენატორების მუქარას ანკარის წინააღმდეგ სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაციის გამო.

„ვფიქრობ, არ იქნება სწორი რომ ამ ჰიპოთეტურ სიტუაციებთან დაკავშირებით სპეკულირება დავიწყო. შემიძლია ვთქვა, რომ თურქეთი ნატო-ს ძლიერი, ერთგული მოკავშირეა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კოლექტიური თავდაცვისა და საერთო მისიებისთვის, მათ შორის ტერორიზმთან ბრძოლაში“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-სა და თურქეთს ათწლეულებზე აგებული, ღრმა ურთიერთობები აქვთ და ალიანსი თურქეთს თავდაცვითი სარაკეტო სისტემებით ეხმარება.

 „ჩვენ თურქეთს ასევე მხარს ვუჭერთ საჰაერო და საზღვაო ძალების გაზრდაში, ამ წლების განმავლობაში ნატო-მ 5 მლრდ დოლარი გამოყო, თურქეთის სამხედრო ობიქეტებისთვის, მათ შორის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისთვის, როგორიცაა სამხედრო, საზღვაო ბაზები და რადიოლოკაციური სადგურები“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.   

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge