png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„ბითლზის“ ჯალათები აშშ-მა სირიიდან სხვა ტერიტორიაზე გადაიყვანა

  • მსოფლიო
  • 10.10.2019
  • 10:35
 „ბითლზის“ ჯალათები აშშ-მა სირიიდან სხვა ტერიტორიაზე  გადაიყვანა

ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში გადაიყვანეს „ისლამური სახელმწიფოს“ ორი მებრძოლი ჯალათთა ჯფუფიდან, რომლებიც „ბითლზის“ სახელით არის ცნობილი. ისინი სირიის ტერიტორიაზე არსებულ ციხეებში იმყოფებოდნენ, სადაც თურქეთმა  გუშინ ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას Washington post-ი ავრცელებს.

მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.

„იმ შემთხვევაში, თუ ქურთები ან თუქრეთი დაკარგავს კონრტოლს, „ისლამური სახელმწიფოს“ ორი მებრძოლი, რომლებიც სირიში ადამიანებს თავებს კვეთდნენ, და რომლებიც ცნობილნი არიან როგორც „ბითლზის“ ჯგუფის წევრები, ამ ქვეყნიდან აშშ-ის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, უსაფრთხო ადგილზე გადავიყვანეთ. ისინი უარესნი არიან უარესთა შორის!“- წერს ტრამპი მიკორბლოგ Twitter-ში.

ამერიკელებმა მკაცრი დაცის ქვეშ სულ 40 ადამიანი აიყვანეს, სავარაუდოდ, ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ მნიშვნელოვან ფიგურებს წარმოადგენენ. მათ შორის ორ ბრიტანელს - ალექსანდ კოტეს და ელ შაფი ელშეიხს, რომლებსაც ინგლისური აქცენტის გამო „ბითლზები“უწოდეს, მძევლების სიკვიდლით დასჯაში ადანაშაულებენ. ისინი  მძევლებს, აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან, თავებს კვეთდნენ,  დასჯის პროცესს კი ვიდეოზე იღებდნენ და ავრცელებდნენ.

ტერორისტები მოთავსებულნი იყვნენ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მცირე ზომის საპყრობილეებში, რომელსაც ქურთები მართავდნენ, თუმცა ახლა, ქურთებს თავიანთი გუშაგები ამ ობიექტებიდან გაყავთ, რათა თურქეთის არმიას წინააღმდეგობა გაუწიონ.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა 9 ოქტომბერს სირიის ჩრდილოეთით დაიწყო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“, რომელიც მიმართულია ქურთთა მუშათა პარტიისა და “ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. თურქეთის არმიამ გუშინვე მიიტანა იერიში ჰასექის პროვინციის ქალაქ რას ელ-აინსა და თურქეთის მოსაზღვრე ქალაქ თელ-აბიადზე.

ასევე დაიწყო ოპერაციის სახმელეთო ნაწილიც. „მშვიდობის წყაროს“ დაწყებიდან თურქეთმა ქურთთა 181 ობიექტი დაბომბა.

ევროკავშირი თურქეთს მოუწოდებს შეწყვიტოს ცალმხრივი სამხედრო აქცია. სამხედრო ოპერაციას გმობს გაერო და არაბული ქვეყნებიც. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციას და მას „ცუდი იდეა“ უწოდა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge