png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თუ არის გადამეტებული ფასების შემთხვევები ტაქსით მგზავრობისას, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს დარეგულირდეს - კახა კალაძე

  • საზოგადოება
  • 08.10.2019
  • 13:03
 თუ არის გადამეტებული ფასების შემთხვევები ტაქსით მგზავრობისას, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს დარეგულირდეს - კახა კალაძე

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ თბილისი ევროპულ ქალაქებშიც იქნება ერთ-ერთი წარმატებული ტრანსპორტის თვალსაზრისით , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ტაქსების რეფორმაზე საუბრის დროს განაცხადა.

შეკითხვაზე, ტაქსით მგზავრობის საფასურის გაზრდა გამოწვეულია თუ არა ტაქსების რეფორმით, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კომუნიკაცია შესაბამის კომპანიებთან გაიმართა და პრობლემა აღმოფხვრილია.

„თუ არის რიგი შემთხვევები გადამეტებული ფასების, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს იყოს დარეგულირებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მთავრობის ამოცანაა მიკროავტობუსების ჩანაცვლება, პროცესის დასრულების შემდეგ კი გაიზრდება მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

„ჩვენი ამოცანაა მიკროავტობუსების ჩანაცვლება. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის ბოლომდე მიყვანის შემდეგ გაიზრდება მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტიზე, პარალელურად ხდება ტაქსების რეფორმა და მთავარი ამოცანა არის, რომ ვინც სარგებლობს ტაქსის სერვისით, მისთვის ეს იყოს კომფორტული, სუფთა, ახალი, უსაფრთხო ავტომანქანა. საბოლოო ჯამში ამან შეიძლება გამოიწვიოს ტაქსის გაძვირება და ეს ნორმალურია. თუ ვინმეს ეს პრობლემა ექნება, იქნება ავტობუსები, იქნება მეტრო, რეაბილიტირებული ახალი ვაგონებით. ეს რთული პროცესი ჩვენ დაწყებული გვაქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge