png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დიდ დიღომში თანამედროვე მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო

  • საზოგადოება
  • 08.10.2019
  • 12:47
დიდ დიღომში თანამედროვე მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო

დიდ დიღომში, ბრწყინვალეს ქუჩა N 1 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო. პროექტის ფარგლებში, გარე გამოყენების სხვადასხვა სახეობის ფიტნეს ტრენაჟორები 600 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდა.

სპორტული სივრცე საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან და ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონ ლაშა ტალახაძესთან ერთად დაათვალიერა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით, ორ ლოკაციაზე მოეწყო თანამედროვე მულტიფუნქციური სპორტული სივრცე, ერთი დიდ დიღომში, მეორე კი ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელ სატრანსპორტო კვანძთან, რომლითაც მოსახლეობა აქტიურად სარგებლობს. ასეთი სივრცები საქართველოში პირველად მოეწყო. ჩვენ მომავალშიც ვეცდებით მოსახლეობას შევთავაზოთ რაც შეიძლება მეტი სიახლე და სხვადასხვა თანამედროვე პროექტები განვახორციელოთ", - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.

თანამედროვე სპორტულ ინვენტარზე დამონტაჟებულია ინსტრუქცია და QR კოდი მეშვეობით, შესაძლებელია ვარჯიშის ვიდეო ინსტრუქციის ნახვა. პროდუქციას გააჩნია არაერთი სერტიფიკატი და არის სრულიად უსაფრთხო.

ასევე, სპორტულ ინვენტარს აქვს აპლიკაცია როგორც ანდროიდის, ისე IOS-ისთვის, რომლითაც შესაძლებელია ვარჯიშების აწყობა და რომელიც აჩვენებს, თუ რომელი ვარჯიში რომელ კუნთის განვითარებას უწყობს ხელს. აგრეთვე, განსაზღვრავს სტატისტიკას, პროგრესს და კვების რეჟიმს.

სამუშაოები გამგეობის დაფინანსებით, კომპანია "გრინსერვის +"-მა შეასრულა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge