png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

FBI-მა დაასახელა კაცი, რომელმაც აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მეტი ადამიანი მოკლა

  • მსოფლიო
  • 08.10.2019
  • 12:42
FBI-მა დაასახელა კაცი, რომელმაც აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მეტი ადამიანი მოკლა

სამუელ ლითლი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე „პროდუქტიულ მკვლელად“ დასახელდა. განაცხადება გამოძიების ფედერალური ბიუროს ვებგვერდეზა განთავსებული.

ლითლი 2012 წელს ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა დნმ-ს ანალიზმა აჩვენა, რომ მას კავშირი ჰქონდა მკვლელობის სამ გაუხსნელ საქმესთან, რის შემდეგაც მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ციხეში ყოფნისას მან კიდევ 90 ადამიანის მკვლელობა აღიარა. ეს მკვლელობები მას ჩადენილი აქვს 1970-2005 წლებში.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ უკვე დაადგინა დამნაშავის მონაწილეობა 50 მკვლელობის საქმეში. ბიუროს მონაცემებით, სარწმუნოა მკვლელის დანარჩენი აღიარებებიც, თუმცა გამოიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ლითლი ძირითადად უსახლკაროებს, ნარკოდამოკიდებულებსა და სექს-მუშაკებს კლავდა, რის გამოც დარწმუნებული იყო, რომ მას ვერასდროს დააკავებდნენ, რადგან ამ ადამიანებს არავინ მოძებნიდა. ამჟამად, ლითლი 78 წლისაა. მას ყველა დანაშაულის ზუსტი თარიღის, მოკლულების სახელებისა და გარეგნობის, მათი ტანსაცმლისა და სამკაულების გახსნება უჭირს, თუმცა ზუსტად ახსოვს დანაშაულის ჩადენის დეტალები, მათ შორის ადგილი და ისიც თუ რომელი ავტომობილით გაადადგილდებოდა.

ასევე ცნობილია, რომ ლითლი თავის მსხვერპლებს ხატავდა. მათი პორტრეტები გამოქვეყნებულია გამოძიების ფედერალური ბიუროს ვებგვერდზე. უწყებაში იმედოვნებენ, რომ ეს გამოძიებას დაეხმარება.

ლითლი ყოფილი მოკრივეა. ის თავის მსხვერპლებს ერთი დარტყმით გონებას აკარგვინებდა, შემდეგ კი ახრჩობდა. „ქალების სხეულზე არ აღმოჩენილა დანითა და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები, ამიტომ საქმის უმეტესობა გადაკვალიფიცირდა, როგორც ნარკოტიკებით ზედოზირება, უბედური შემთხვევა ან ბუნებრივი სიკვდილი“, - აღნიშნულია გამოძიების ფედერალური ბიუროს ანგარიშში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge