png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თეთრი სახლში აცხადებენ, რომ აშშ სირიიდან ჯარს არ გაიყვანს

  • მსოფლიო
  • 08.10.2019
  • 11:39
თეთრი სახლში აცხადებენ, რომ აშშ სირიიდან ჯარს არ გაიყვანს

აშშ-ის ადმინისტრაცაში მაღალი თანამდებობის პირმა ჟურნალისტებთან სატელეფონო ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ დიონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ჯარის გადაადგილების შესახებ, სირიიდან სამხედროების გაყვანას არ ნიშნავს. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება.

 „ეს არ ნიშნავს სირიიდან ჯარის გაყვანას, საუბარია სამხედროების მცირე ნაწილის გაადაგილებაზე“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, საუბარია 50-100 სამხედრო მოსამსახურეზე, რომლებსაც რეგიონში სხვა ბაზებზე გადაიყვანენ.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ასევე უარყო ბრალდება, რომ თითქოს ტრამპმა მწვანე შუქი აუნთო თურქეთს სირიაში ოპერაციის ჩასატარებლად.

 „დღეს New York Times-ში ვნახე (სტატიის, რედ.) სათაური, რომ პრეზიდენტმა ჩრდილოეთ სირიაში ოპერაციის ჩატარებას მხარი დაუჭირა. ჩვენ ნათლად განვმარტეთ, რომ მხარს არ ვუჭერდით და არც მომავალში დავუჭერთ სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაციას“, - განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხად, რომ მიიღო გადაწყვეტილება ჩრდილოეთ სირიიდან სამხედროების გაყვანის შესახებ, რადგან იქ ბრძოლა აღარ სურს. „გვინდა, რომ ჩვენი სამხედროები სახლში დაბრუნდნენ. ეს იყო ჩემი წინასაარჩევნო დაპირება“, - განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა მზად არის დამოუკიდებლად ჩაატაროს სამხედრო ოპერაცია თავის საზღვართან, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადაც თურქეთი და აშშ თავდაპირველად უსაფრთხოების ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ. ერდოღანს მიაჩნია, რომ ამერიკის ხელისუფლებამ თავისი დაპირება არ შეასრულა.

დამოუკიდებელი სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ თურქეთის ლიდერმა 1 ოქტომბერს განაცხადა. ხუთი დღის შემდეგ ის ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს, რომლის შედეგების მიხედვით, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს თურქეთის ხელისუფლების მოქმედებებს სირიის ჩრდილოეთით. ამ რეგიონში განლაგებულია ქურთთა ძალები, რომლებიც აშშ-ს მოკავშირეები არიან, თურქეთი კი მათ ტერორისტებად მიიჩნევს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge