png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ქართველი მაშველები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სპეციალურ მომზადების კურსს გადიან

  • საზოგადოება
  • 07.10.2019
  • 11:36
ქართველი მაშველები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სპეციალურ მომზადების კურსს გადიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფებიან, სადაც შახტებში სამაშველო ოპერაციების ორკვირიან წვრთნას გადიან.

სპეციალური მომზადების კურსი ქალაქ კარლეტონვილში, შახტების სამაშველო სერვისების მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიის ბაზაზე, ადგილობრივი რესურსებით, კადრებითა და აღჭურვილობით ტარდება. წვრთნის დასაწყისში, რვა ქართველმა მაშველმა გამოცდის პირველი ეტაპი წარმატებით ჩააბარა და უკვე ინტენსიური წვრთნები დაიწყო.

კურსის დაწყებასთან დაკავშირებით, კარლეტონვილში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე, ასევე, იმყოფებოდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი ბექა დვალი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების ვიზიტი სამხრეთ აფრიკაში 17 ოქტომბერს დასრულდება. კურსის გავლის შემდეგ, საქართველოს, შახტებში სამაშველო ოპერაციების წარმოების მიმართულებით, მაღალ დონეზე მომზადებული სპეციალისტების პირველი ჯგუფი ეყოლება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge