png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მაჰათმა განდის ფერფლი მემორიალიდან მოიპარეს

  • მსოფლიო
  • 04.10.2019
  • 09:51
მაჰათმა განდის ფერფლი მემორიალიდან მოიპარეს

ინდოეთში, მემორიალიდან მოიპარეს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის მაჰათმა განდის ფერფლი, იუწყება ჟურნალი India Today ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.

1948 წლის იანვარში, განდის მკვლელობის შემდეგ მისი ცხედარი დაწვეს, ფერფლი კი რამდენიმე ნაწილად გაყვეს. ერთ-ერთი მათგანი მადჰია-პრადეშის შტატში, მემორიალში ინახებოდა.

ინციდენტი განდის 150 წლისთავის აღნიშვნის დღეს მოხდა. ფერფლის გაქრობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა შენიშნა, რომელიც „ერის მამის“ ხსოვნისთვის პატივის მისაგებად იყო მისული. ამის გარდა, ბოროტმოქმედებმა მემორილის შენობის შესასვლელში შემდეგი წარწერა დატოვეს: „ერის მოღალატე“.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, დანაშაული სავარაუდოდ განდის მკვლელის ნათჰურამ გოძეს თაყვანისმცემლისა მიერაა ჩადენილი.

მაჰათმა განდი ინდოეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგი იყო.

დამოუკიდებლობისათვის მრავალწლიანი ბრძოლის განმავლობაში განდი მოუწოდებდა ძალდობას ძალადობით არ დაპირისპირებოდნენ. ბრძოლის მისმა არაძალადობრივმა მეთოდებმა - მშვიდობიანმა აქციებმა და დაუმორჩილებლობამ მილიონობით ინდოელს შთააგონა ებრძოლათ ბრიტანეთის კოლონიისგან გასათავისუფლებლად.

განდი 1948 წლის 30 იანვარს ნაციონალისტმა რადიკალმა ნათჰურამ გოძემ მოკლა. ის აკრიტიკებდა განდის პოლიტიკას, მისი აზრით განდი მუსლიმი მოსახლეობის სასარგებლოდ ინდუსების ინტერესებს მსხვერპლად სწირავდა. გოძე სიკვდილით დასაჯეს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge