png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ზურა ჯაფარიძე შავი ავტომობილით ტაქსაობისთვის 200 ლარით დააჯარიმეს

  • საზოგადოება
  • 01.10.2019
  • 14:24
ზურა ჯაფარიძე შავი ავტომობილით ტაქსაობისთვის 200 ლარით დააჯარიმეს

„გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე შავი ავტომობილით ტაქსაობისა და ლიცენზიის არქონის გამო, საპატრულო პოლიციამ 200 ლარით დააჯარიმა.

“ჩემი აზრით, ეს რეგულაცია არის იდიოტობა იმიტომ რომ არღვევს ადამიანების საკუთრების უფლებას. სახელმწიფოს არ ესაქმება არაფერი იმაში, ადამიანი თეთრი მანქანით იტაქსავებს თუ შავით, ტრაფარეტი ეყენება თუ არა და ა.შ. ჩემი აზრით, ეს არის სერიოზული მავნებლობა და გადავწყვიტე, ეს რეგულაცია სპეციალურად დამერღვია. დღეს დილით ვიყიდე ტრაფარეტი, ჩემს შავ მანქანაზე დავიდგი და თბილისის ქუჩებში დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში დავდიოდი.

საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დასრულდა იმით რომ გამაჩერა პატრულმა, რომელმაც შემდეგ სხვა ეკიპაჟს დაუძახა და მიუხედავას იმისა რომ ამ პოლიციელებისგან აზრის გაგება მინდოდა, ისინი იქცეოდნენ ჩვეულებრივი რობოტებივით და გამომიწერეს ორასლარიანი ჯარიმა.

საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ასე არ დამთავრდება - მოფიქრებული მაქვს კონკრეტული გზა როგორ შეიძლება "გავღუნოთ" ეს რეგულაცია - კალაძე ამ ომს ვერ მოიგებს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან, თბილისში თეთრის გარდა, ყველა სხვა ფერის ტაქსის გადაადგილება იკრძალება. შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა გასული წლის სექტემბერში მიიღო და თბილისის სილამაზის შესანარჩუნებლად ქალაქში მხოლოდ თეთრი ტაქსების მოძრაობა დაუშვა.

ასევე, პირველი ოქტომბრიდან, ტაქსის სერვისის განხორციელებას ვეღარ შეძლებენ ვერც სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელები.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გარდა თეთრი ავტომობილისა, ტაქსის მძღოლებს სამუშაოდ ლიცენზიებიც უნდა აეღოთ - ცნობილია, რომ ტაქსის სერვისის განსახორციელებლად დედაქალაქში სულ 22 563 ნებართვა გაიცა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge