png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული ავტომობილები დაუბრუნდებათ

  • სამართალი
  • 23.12.2015
  • 14:08
დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ  ჩამორთმეული ავტომობილები დაუბრუნდებათ

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 10 დაზარალებულ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახემწიფო ბალანსზე რიცხული 13 ა/მანქანა დაუბრუნდებათ.

ჩატარებული გამოძიების შედეგად გახსნილია 2012 წლამდე მომხდარი მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 6 ფაქტი და მხილებულიაშინაგან საქმეთა სამინისტროს 3 ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი.

კერძოდ, ჩვენს მიერ მხილებულ იქნა შსს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე ჯონი ოთარაშვილი, რომლის ხელმძღვანელობითაცხსენებული უწყება სისტემატიურად ახდენდა მოქალაქეთათვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევას.

2008 წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეში, შსს გენერალურ ინსპექციას დაკავებული ჰყავდა ბრალდებულები: ზურაბ დოლაკიძე, გიორგი საყვარელიძე,ალექსანდრე ქარდავა და გოშქარ ჩაილიევი. შსს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ჯონი ოთარაშვილმა თავისთან დაიბარა ბრალდებულის ოჯახის წევრები: ნინო ლილუაშვილი, ნუნუ ორდენიძე, ზურაბ ქარდავა, შაფაკ პოპოვი და ,,საქმის მოგვარების" სანაცვლოდ, პოლიციისათვის ძვირადღირებული ა/მანქანების შეძენა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდებოდა.

ამასთან, მოქალაქეთა მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ა/მანქანების ჩუქების ფაქტის შენიღბვის მიზნით, გენერალური ინსპექციის მიერ მოფიქრებულიქნა დანაშაულებრივი სქემა, რომლის თანახმადაც ბრალდებულის ოჯახის წევრები დაიბარეს ,,ტოიოტა ცენტრში", სადაც ჯონი ოთარაშვილის ნდობითაღჭურვილი პირის - ვინმე ალექსანდრე ობოლაძის სახელით მოქალაქეებს შეასყიდინეს 315 000 ლარის ღირებულების 9 ერთეული ,,ტოიოტა ჰაილუქსი" და 30 000 დოლარის ღირებულების ,,ტოიოტა კამრი", რომლებიც შემდგომში ალექსანდრე ობოლაძემ თითქოსდა ქველმოქმედების მიზნით აჩუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მხოლოდ ამის შემდეგ გაფორმდა საპროცესო შეთანხმებები ბრალდებულებთან და მათ დაეკისრათ პირობითი მსჯავრი და ჯარიმა.

აღსანიშნავია, რომ ჯონი ოთარაშვილმა სრულად აღიარა მოქალაქეთათვის ქონების ჩამორთმევის ყველა ფაქტი და განაცხადა, რომბრალდებულის ოჯახის წევრებისგან ძვირადღირებული ა/მანქანების მოთხოვნა და მათი სახელმწიფოზე იძულებით ჩუქება იყო შსს გენერალური ინსპექციის უფროსის ვასილსანოძის პირდაპირი დავალება, რაც მათ წარმატებით შეასრულეს.

ასევე, ჩატარებული გამოძიების შედეგად, მხილებულ იქნა შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ყოფილი უფროსი ჯაბა მაღლაფერიძე, რომელმაც 2010წლის ნოემბერში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ ბრალდებულ გიორგი შავდიას ოჯახის წევრებს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, იძულებით შეასყიდინა 9900 დოლარად ღირებული „ტოიოტა კოროლას" მარკის ავტომანქანა, რომელიც დაზარალებულმა მოქალაქემ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჩუქა, რის შემდეგაც გიორგი შავდიამ დატოვა საპატიმრო დაწესებულება.

დანაშაულში მხილებულ მესამე საჯარო მოხელეს კი წარმოადგენს შსს კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ქოქიაშვილი, რომლის უკანონო დავალების და მოთხოვნის შედეგად, 2010 წლის ნოემბერში, მოქალაქე დავით პაპოშვილმა, მისი ახლობლებისათვის საპროცესო შეთანხმებისგაფორმების სანაცვლოდ, 50 000 დოლარად შეიძინა 2 ერთეული. ,,ტოიოტა ქამრი" და აჩუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რითაც კახეთის სამხარეო პოლიციასარგებლობდა.
გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, ჩვენს მიერ მხილებული სამივე საჯარო მოხელის მიმართ, გამოყენებულ იქნადისკრეცია და არ მოხდა მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.
ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი ექვსივე დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად აღდგენილი იქნება 10 დაზარალებულის დარღვეული უფლება,რომელთაც პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერდაუბრუნდებათ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული უკანონოდ ჩარმორთმეული და დათმობილი 13 ა/მანქანა (9 ერთეული,,ტოიოტა ჰაილუქსი", 3ერთეული ,,ტოიოტა ქამრი" და 1 ,,ტოიოტა კოროლა").

       

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge