png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

300 არაგველის სკვერის მიმდებარედ "კრწანისობა 2019" გაიმართა

  • საზოგადოება
  • 24.09.2019
  • 17:09
300 არაგველის სკვერის მიმდებარედ "კრწანისობა 2019" გაიმართა

300 არაგველის მემორიალთან, ტრადიციული დღესასწაული - "კრწანისობა 2019" გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად დაესწრო.

დედაქალაქის მერმა ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა და ქვეყნის გამთლიანება უსურვა.

"მინდა კრწანისელებს, ასევე, სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მივულოცო. რასაც ვისურვებდი და ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, ეს არის გამთლიანება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ ბრძოლას მიჩვეული ხალხი ვართ, ეს სისხლში გვაქვს და რა თქმა უნდა, უნდა მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება - გონიერებით, წარმატებებით, წინსვლით, ეკონომიკური აღორძინებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიების დაწყებამდე დედაქალაქის მერი 300 არაგველის სკვერში იმყოფებოდა, სადაც საპატრიარქო ტახტის მემკვიდრე, მეუფე შიომ, მღვდელმსახურებთან ერთად, კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა.

"კრწანისობა 2019" კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც ქართული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ასევე, ცნობილი ქართველი მომღერლები და მსახიობები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, სცენაზე დაიდგა პერფორმანსი, რომელიც ეპოქის გაცოცხლებას მიეძღვნა. სანახაობის შემდეგ, მაყურებელმა საბრძოლო ხელოვნების შოუ იხილა - სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები.

ღონისძიებას მერთან ერთად, კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge