png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თქვენ წამართვით ჩემი ოცნებები და ბავშვობა - გრეტა ტუნბერგი მსოფლიო ლიდერებს გაეროში სიტყვით გამოსვლისას

  • მსოფლიო
  • 24.09.2019
  • 16:49
თქვენ წამართვით ჩემი ოცნებები და ბავშვობა - გრეტა ტუნბერგი  მსოფლიო ლიდერებს გაეროში სიტყვით გამოსვლისას

16 წლის შვედმა აქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოვსლისას მსოფლიო ლიდერები სიცრუესა და ბავშვობის მოპარვაში დაადანაშაულა.

მან განაცხადა, რომ მსოფლიო თანამეგობრობა კლიმატურ და ეკოლოგიურ საფრთხეებს უგულებელყოფს.

გრეტამ აღნიშნა, რომ ის გაეროს სამიტზე კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ სკოლაში.

„თქვენ წამართვით ჩემი ოცნებები და ბავშვობა თქვენი ფუჭი სიტყვებით“, - უთხრა გოგონამ პოლიტიკოსებს.

 „ადამიანები იტანჯებიან, კვდებიან, ნადგურდება ეკოსისტემები, ჩვენ ვდგავართ მასობრივი გადაშენების ზღურბლზე, მაგრამ ყველაფერი, რაზეც შეგიძლიათ საუბარი - ეს არის ფული და ზღაპრები ეკონომიკურ ზრდაზე, როგორ ბედავთ?!- განაცხადა გრეტამ.

მან აღნიშნა, რომ არ სჯერა იმ პოლიტიკოსების, რომლებიც აცხადებენ, რომ ეკოლოგიური პრობლემები კარგად ესმით. აქტივისტმა ასევე გააკრიტიკა წინადადება ორჯერ შემცირდეს მავნე ნარჩენების გადაყრა ატმოსფეროში ათწლეულის განმავლობაში, რადგან მისი თქმით, ეს შექმნის 50- პროცენტიან ალბათობას, რომ  დედამიწაზე ტემპერატურამ 1,5 გრადუსით მოიმატოს. მისივე თქმით, ამან შესაძლოა, გამოიწვიოს კლიმატის გამოუსწორებელი ცვლილებები.

 „ახალგაზრდები უკვე ხვდებიან თქვენს გამყიდველობას. გამძვინვარებული თაობების მზერა თქვენსკენ არის მოპყრობილი, და თუ თქვენ ჩვენ გვიმტყუნებთ, გპირდებით, რომ არ გაპატიებთ“, - განაცხადა გრეტამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო იღვიძებს, უნდათ თუ არა ეს პოლიტიკოსებს.

შეგახსენებთ, გრეტა ტუნბერგი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა ნომინირებული. მან თავისი პირველი მარტოხელა აქცია გასულ წელს შვედეთის პარლამენტის წინ გამართა. ის მთავრობისგან კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმების შესრულებას მოითხოვდა. ამის შემდეგ გრეტამ ეკოაქტივიზმის გამო პარასკევობით სკოლაში სწავლაზე უარი თქვა და წამოიწყო აქცია „პარასკევი მომავლისთვის“. მალე ამ აქციას სხვა ქვეყნების მოსწავლეებიც შეუერთდნენ. შემდეგ კი ეს აქციები ამავე სახელწოდების მოძრაობად გადაიქცა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge