png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბრიტანეთის ოპოზიცია ბორის ჯონსონის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს

  • მსოფლიო
  • 24.09.2019
  • 16:08
ბრიტანეთის ოპოზიცია ბორის ჯონსონის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვეს, მას შემდეგ რაც უზენაესმა სასამართლომ პარლამენტის მუშაობის შეჩერების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია.  

 „ეს შთამბეჭდავი გადაწყვეტილებაა. გვინდა რომ სამუშაოს, რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ. მაგრამ სიმართლე გითხრათ, მიმაჩნია, რომ ბორის ჯონსონი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია შოტლანდიის ნაციონალური პარტიის თავმჯდომარემ იან ბლექფორდმა.

მას მხარი დაუჭირეს უმაღლესი სასამართლოს შენობაში მყოფმა უელსისა და „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენლებმა. პრემიერის გადადგომის აუცილებლობაზე ასევე განცხადება გააკეთა ლიბერალ დემოკრატების ლიდერმა ჯო სუინსონმა.  

 „მან მოატყუა დედოფალსა და მთელს ქვეყანას. მან უკანონოდ აიძულა ხალხის წარმომადგენლებს გაჩუმება. მე გავაგრძელებ მუშაობას პარლამენტში და გავაჩერებ Brexit-ს... უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაამტკიცა, რომ მას (ჯონსონს) არ შეუძლია პრემიერობა“, - დაწერა სუინსონმა Twitter-ში.

სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმნენ ლეიბორისტებიც.

„სასამრთლოს ამ სერიოზულმა გადაწყვეტილებამ დაამტკიცა, რომ ჯონსონი კანონს უპატივცემულოდ ეპყრობა. დიახ, ის კვლავ გამოიჭირეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს  მინისტრმა Brexi-ის საკითხებში კირ სტარმერმა.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ სცნო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება პარლამენტის შეჩერების თაობაზე.

მანამდე, ბრიტანეთის პარლამენტის შეჩერების გადაწყვეტილება ედინბურგის უმაღლესმა სააპელაციო სასამართლომაც სცნო უკანონოდ.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს ბრიტანეთის პარლამენტის მუშაობა ოფიციალურად შეაჩერა.

პარლამენტის მუშაობა 5 კვირის განმავლობაში უნდა ყოფილიყო შეჩერებული და 14 ოქტომბერს განახლდებოდა.

მანამდე პარლამენტმა კენჭი უყარა ვადამდელი არჩევნების შესახებ კანონპროექტს და მხარი არ დაუჭირა მას. შესაბასამისად, ფაქტობირვად გამოირიცხა შესაძლებლობა 31 ოქტომბრამდე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა.

ამავდროულად, გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ავალდებულებს, ევროკავშირთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ევროგაერთიანებას ბრექსიტის გადავადების თხოვნით მიმართოს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც ლეიბორისტული პარტიის წევრის მიერ იყო ინიცირებული, ბრიტანეთის პარლამენტის ორივე, თემთა და ლორდთა პალატებმა დაუჭირეს მხარი.

შეგახსენებთ, პარლამენტის მუშაობის შეჩერების თხოვნით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დედოფალ ელისაბედ მეორეს მიმართა, რომელსაც ეს უკანასკნელი დათანხმდა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge