png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსეთის ოფიციალური დელეგაციის წევრებს აშშ-ის ვიზები არ მისცეს

  • მსოფლიო
  • 24.09.2019
  • 12:30
რუსეთის ოფიციალური დელეგაციის წევრებს აშშ-ის ვიზები არ მისცეს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს კონსტანტინ კოსაჩევს აშშ-ის ვიზა არ მისცეს, რის გამოც ის ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრებას ვერ ახერხებს. კოსაჩევი აშშ-ში დღეს უნდა გაფრენილიყო.

კოსაჩევის თქმით, მასთან ერთად ამერიკის მხარემ დროულად არ გაუფორმა ვიზები ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიას უნდა დასწრებოდნენ. „ეს აღმაშფოთებული აქციაა, რომელსაც გამართლება არ აქვს“, - განუცხადა რუსულ მედიას კოსაჩევმა.

ამასთან დაკავშირებით აღშფოთება გამოთქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამაც.

„რუსეთის ოფიციალური დელეგაციის რიგმა წევრებმა გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობისთვის ამერიკის ვიზები არ მიიღეს. ეს აღმაშფოთებელი უპატივცემულობის მაგალითია შეერთებული შტატების მხრიდან გაეროს წევრების მიმართ, ასევე თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობა იმ ქვეყნის მიერ, რომელიც მსოფლიო ორგანიზაციას მასპინძლობს. სუვერენული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო უფლებების უგულებელყოფის მორიგი აქტი და საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების სათანადოდ შესრულების უუნარობა გახდება ნიუ-იორკში ლავროვისა და პომპეოს შეხვედრის მთავარი თემა.

ამერიკის მხარე თითქოს ამას ტექნიკური ხასიათის პრობლემით ხსნის, საბუთების შეტანის ვადებითა და სხვა. ეს ასე არ არის. დოკუმენტები იმ ვადებში შეიტანეს, რომელიც ამერიკელი დიპლომატების მიერ იყო მითითებული. დოკუმენტები, რომლებიც გასაფორმებლად გაფრენამდე ორი თვით ადრე შეიტანეს უკან დაუბრუნდათ ფორმულირებით - „ადრეა“.

ბიჭებს რაღაც კაპიტალურად დაუცურდათ“, - წერს ზახაროვა სოციალურ ქსელში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge