png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

"ერთად ერთის წინააღმდეგ" - ხვალ "სირცხვილია" დიდ საპროტესტო აქციას მართავს

  • საზოგადოება
  • 19.09.2019
  • 15:13
"ერთად ერთის წინააღმდეგ" - ხვალ "სირცხვილია" დიდ საპროტესტო აქციას მართავს

20 სექტემბერს, 19:00-ზე, "სირცხვილია" დიდ საპროტესტო აქციას "ერთად ერთის წინააღმდეგ" გამართავს. ორგანიზატორებმა დაგეგმილ აქციასა და სამოქალაქო მოძრაობის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. შოთა დიღმელაშვილის თქმით, "სირცხვილია" აქციაზე ერთწლიან გეგმას წარადგენს.

"ეს მოიცავს შესაძლებლობას, სამოქალაქო საზოგადოებამ კოორდინირება გაუწიოს პროდასავლურ პოლიტიკურ კლასს. ამის გარდა, გეგმა მოიცავს როგორც საინფორმაციო ნაწილს, ანუ ცნობიერების ამაღლების, ისე ძველ, კარგ, აქტივისტურ ნაწილს, რომლის დეტალურ გეგმასაც ხვალ გაგაცნობთ.

მთელი აქტივობა, რასაც სამოქალაქო საზოგადოება გააკეთებს, მიმართული იქნება როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე რეგიონალური მმართველობის წინააღმდეგ. ეს მიმართულია იქით, რომ 2020 წელს ქართულმა საზოგადოებამ გააკეთოს პროდასავლური არჩევანი და პრორუსული ხელისუფლება მოიშოროს ინფორმირებული პროპორციული არჩევნების გზით" - თქვა დიღმელაშვილმა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას დაწინაურებით, ხელისუფლებამ თავისი ტროლებით შექმნილი რეალობა დაიჯერა.

“სამი თვე მივეცით მათ, რომ მოქცეულიყვნენ ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო ღირსების მქონე ხელისუფლება. ამის მიუხედავად, მან ასე გვიპასუხა. ჩვენ მივიღებთ ამ გამოწვევას და ვაჩვენებთ წითელ ბარათს, მანამდე ყვითელი ბარათი ვაჩვენეთ, თუმცა იმასაც უზრუნველყოფთ, რომ არეულობა არ იყოს, არეულობა მხოლოდ ხელისუფლებას აწყობს" - თქვა დიღმელაშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge