png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

იტალიის პრეზიდენტმა ყოფილ პრემიერს მთავრობის ფორმირება დაავალა

  • მსოფლიო
  • 29.08.2019
  • 14:07
იტალიის პრეზიდენტმა ყოფილ პრემიერს მთავრობის ფორმირება დაავალა

იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა შეხვდა ჯუზეპე კონტეს, რომელმაც პრემიერ მინისტრის თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა და ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა. ამის შესახებ პრეზიდენტის კანცელარიის მდივანმა უგო ძამპეტიმ Rai-ის ეთერში განაცხადა.

 „კონტემ მანდატი მიიღო“, - აღნიშნა ძამპეტიმ.

ყოფილმა პრემიერმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ის ჯერ კონსულტაციებს გამართავს საპარალმენტო ჯგუფებთან, შემდეგ კი შეიმუშავებს პროგრამას პოლიტიკურ ძალებთან ერთად, რომლებმაც მხარი ახალ პროექტს დაუჭირეს.

მისი თქმით, იტალიას სჭირდება რაც შეიძლება სწრაფად იპოვოს გამოსავალი და არასტაბილურობას თავი დააღწიოს.

იტალიაში რვა აგვისტოს სამთავრობო კრიზისი დაიწყო. მაშინ ვიცე-პრემიერმა და პარტია „ლიგის“ ლიდერმა მატეო სალვინიმ კონტეს აცნობა საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის შესახებ, რომელშიც „ლიგა“ „5 ვარსკვლავის მოძრაობასთან“ ერთად შედიოდა და დაუყოვნებლივ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.

შედეგად კონტე იძულებული გახდა მატარელასთვის გადადგომის თხოვნით მიემართა, პრეზიდეტმა კონსულტაციები დაიწყო, რომელც გუშინ გაიმართა.

მატარელასთან შეხვედრაზე „მოძრაობის“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მიღწეულია პოლიტიკური შეთანხმება კონტეს კანდიდატურაზე, რომელიც მინისტრთა კაბინეტს შესაძლოა, მეორედ ჩაუდგს სათავეში.

მთავრობის ფორმირებაზე მანდატის გადაცემის შედმეგ ის კონსულტაციებს გამართავს მინისტრობის კანდიდატებზე, რის შემდეგაც პრეზიდენტს შეხვდება და ამ კანდიდატურების სიას წარუდგენს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge