png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ილია ჭავჭავაძემ თქვა, მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენ დავუმატეთ – ღმერთი, სამშობლო და ადამიანი - პატრიარქი

  • საზოგადოება
  • 28.08.2019
  • 13:44
ილია ჭავჭავაძემ თქვა, მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენ დავუმატეთ – ღმერთი, სამშობლო და ადამიანი - პატრიარქი

"თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ თქვა, მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენ დავუმატეთ – ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. დიდება და მადლობა უფალს, რომ ღმერთმა დაგვაჯილდოვა ამ გრძნობითა და შეგრძნებით, რომ პირველია ღმერთი, მეორეა სამშობლო და მესამეა ადამიანი", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით განაცხადა. პატრიარქის ქადაგებას "პირველი არხი" ავრცელებს.

საქართველოს დააკისრა უფალმა მძიმე ჯვარი, მაგრამ ამავე დროს, ღმერთმა მოგვცა ჩვენ ძალა, რომ ეს მძიმე ჯვარი ვატაროთ. უნდა ვატაროთ ყველამ ერთად, უნდა მოვიკრიბოთ ძალა და მძიმე ჯვარი ბოლო გზაზე უნდა ავიტანოთ ერთად. ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ ვინმეს, რომ ვინმეზე მეტნი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაც ვართ. ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. მე კიდევ ერთხელ მოგმართავთ ყველას, ვიყოთ ერთად, ვაკეთოთ ერთი საქმე.

თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ თქვა, მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენ დავუმატეთ – ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. დიდება და მადლობა უფალს, რომ ღმერთმა დაგვაჯილდოვა ამ გრძნობითა და შეგრძნებით, რომ პირველია ღმერთი, მეორეა სამშობლო და მესამეა ადამიანი.

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. შეიგნო ქართველმა ადამიანმა, შეგნებული აქვს, რომ დაკისრებული მძიმე ჯვარი ქართველმა ხალხმა უნდა აიტანოს გოლგოთაზე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ გოლგოთით არ მთავრდება ჩვენი ჯვარის ტარება. გოლგოთას მოსდევს ჯვარცმა, მაგრამ ჯვარცმას მოსდევს აღდგომა. როცა მოხდა ამაღლება უფლისა, მოციქულები როცა შეიკრიბებოდნენ ერთად და ატარებდნენ სერობას, ისინი ტოვებდნენ ერთ ცარიელ ადგილს და დარწმუნებული იყვნენ, რომ იმ ცარიელ ადგილზე ბრძანდებოდა უფალი იესო ქრისტე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ მოციქულები ტოვებდნენ ორ ადგილს და დარწმუნებული იყვნენ, რომ ერთზე ბრძანდებოდა მაცხოვარი და მეორეზე ღვთისმშობელი დედა“, – განაცხადა ილია მეორემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge