png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ოთარ დანელია: ყველა რეფორმა, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, არის წარმატებული

  • პოლიტიკა
  • 21.12.2015
  • 16:20
ოთარ დანელია: ყველა რეფორმა,  რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, არის წარმატებული

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ბათუმში,  მედიატურის ფარგლებში გამართულ   პრესკონფერენციაზე  საქართველოს მიერ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის მხრიდან დადებითი შეფასების მნიშვნელობაზე  ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს,  კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს უხლესი ისტორიის მანძილზე, ერთ-ერთი  ყველაზე დიდი მიღწევაა.

,,ეს გახლავთ აღიარება იმისა, რომ ყველა ცვლილება, ყველა რეფორმა,  რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, არის წარმატებული და არის აღიარებული მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. მოხარული  ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი ამ ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ. საბოლოო მიზნის მისაღწევად, ჩვენზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. უნდა აღინიშნოს, რომ  ევროკავშირთან ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში სოფლის მეურნეობაზე მოდის საკმაოდ დიდი დატვირთვა  - საქართველოს რამდენიმე ასეული დირექტივა აქვს შესასრულებელი. აღნიშნული მიმართულებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური  მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. უკვე მიღებულია არაერთი მნიშვნელოვანი რეგლამენტი. არსებობს  სამოქმედო გეგმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო ხელმძღვანელობით, ამ პროცესების მიმდინარე სტატუსებთან დაკავშირებით,  ანგარიშგება ხორციელდება“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, წინასაახალწლოდ ასეთი პოზიტიური მოვლენები მოქალაქეთა  განწყობაზეც  დადებითად მოქმედებს. ოთარ დანელიას  განმარტებით,  ის, რაც  პოლიტიკურ სივრცეში საქართველოსთან მიმართებაში ხდება, ცალსახად პოზიტივია. ეს კი, ბუნებრივია, დადებით გავლენას სხვა მიმართულებით, სხვა დარგებზეც  იქონიებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge