png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მას მერე, რაც ხელისუფლებამ რუსთავი ორი ჯიბეში ჩაიდო, იფიქრეს, ბარემ აგვისტოა და TV პირველიც მივაყოლოთო - ინგა გრიგოლია

  • საზოგადოება
  • 08.08.2019
  • 16:36
მას მერე, რაც ხელისუფლებამ რუსთავი ორი ჯიბეში ჩაიდო, იფიქრეს, ბარემ აგვისტოა და TV პირველიც მივაყოლოთო - ინგა გრიგოლია

მას მერე, რაც ხელისუფლებამ რუსთავი ორი ჯიბეში ჩაიდო, იფიქრეს, ბარემ აგვისტოა და TV პირველიც მივაყოლოთო, - განაცხადა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ, რომელიც მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც TV პირველის დამფუძნებელს ვატო წერეთელს მაგისტრი მოსამართლის წინაშე კითხავენ.

„ერთი პროცენტითაც რომ არ მჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება ტელეკომპანია პირველს, რა თქმა უნდა, მე აქ არ ვიქნებოდი. სხვისი, რაც არ უნდა პატივს ვცემდე, ბიზნესინტერესების დასაცავად მე აქ არ ვიქნებოდი, ასიდან ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ეს უკავშირდება სწორედ ტელეკომპანია პირველს. ადამიანებს ბრალი ისე წარუდგინეს და გირაო ისე შეუფარდეს, რომ კომპანიბის ერთერთი დამფუძნებელი, რომელიც წესით საქმის მონაწილე უნდა ყოფილიყო, არ გამოუკითხავთ. პლუს, ჩვენ ვსაუბრობთ 11 წლის წინანდელ ამბავზე, რომელსაც არ ჰყავს არც დაზარალებული, არც მომჩივანი. ქვეყანაში, სადაც უამრავი გამოუძიებელი საქმეა, მაგალითად, ხორავას ქუჩის, თემირლან მაჩალიკაშვილის, პირადი ცხოვრების კადრების ამბავი, აღარ წავალ უფრო შორს, რაფალიანცის თემიდან დაწყებული, უეცრად, როცა ამდენი ამბავია გამოუძიებელი, თურმე გამოძიება ინტერესდება 11 წლის წინანდელი საქმით, რომელსაც არ ჰყავს არც მომჩივანი და არც დაზარალებული.

მას მერე, რაც ხელისუფლებამ რუსთავი ორი ჯიბეში ჩაიდო, იფიქრეს, ბარემ აგვისტოა, ბარემ TV პირველიც მივაყოლოთ. ალბათ არც ერთი თქვენგანისთვის არ იქნება ახალი ამბავი, რომ TV პირველზე იყო კულუარული შეტევები, ამაზე უნდა ისაუბროს არხის ხელმძღვანელმა. ახლა იმიტომ დაიბარეს ვახტანგ წერეთელი, რომ "სანამ საარჩევნო პროცესში შევა ქვეყანა, ბარემ TV პირველსაც გავაჩერებთ". მე მინდა ვუთხრა ყველას, ვერ გააჩერებთ. ეს არის ტელეკომპანია, რომელიც შევქმენით ჩვენი საკუთარი ხელებით, აქ არის უამრავი ჟურნალისტი, რომელთა წვლილიც არის ტელეკომპანიის შექმნაში, ამიტომ ასე ადვილად არავის გამოუვა“, - თქვა გრიგოლიამ.

„სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი M“-ის ერთ-ერთი მეწილე და „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებული გამოძიების ფარგლებში იკითხება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge