png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მთელმა მსოფლიომ იხილა ჩოქბჯენში მდგომი საქართველოს მხედართმთავარი და პრეზიდენტი - გოგა ხაინდრავა

  • საზოგადოება
  • 08.08.2019
  • 14:13
მთელმა მსოფლიომ იხილა ჩოქბჯენში მდგომი საქართველოს მხედართმთავარი და პრეზიდენტი - გოგა ხაინდრავა

 ცალკეული ჯგუფები, ათეულები, ასეულები მიტოვებული სააკაშვილის და მისი დამქაშების მიერ, ცხინვალის რეგიონში გმირულად იბრძოდნენ და ცდილობდნენ, შეეკავებინათ ის არმია, რომელიც მოდიოდა საქართველოსკენ, - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აგვისტოს ომი, ტრაგიკულთან ერთად, საქართველოს ისტორიაში არის სამარცხვინო, რადგან მთელმა მსოფლიომ იხილა ჩოქბჯენში მდგომი საქართველოს მხედართმთავარი და პრეზიდენტი.

„რუსეთი არღვევს ყველანაირ საერთაშორისო შეთანხმებას, როგორც ჩვევია საუკუნეების მანძილზე და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთი აგრესიით იწყებს საუკუნეს. ეს იყო 1801 წელს, მერე 1921 წელს და 2008 წელს. ამიტომ ეს ტრაგედიაა იმ უამრავი ადამიანისთვის, ვინც იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი სახლ-კარი, სამშობლო და დღეს ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობენ. დაკარგეს შვილები, მამები, ძმები და მთელი ჩვენი საქართველოს მოქალაქისთვის, ვინც აქ ცხოვრობს. სამარცხვინოა, რადგან მთელმა მსოფლიომ იხილა ჩოქბჯენში მდგომი საქართველოს მხედართმთავარი და პრეზიდენტი, როგორ მიცუცხავდა საბრძოლო ველიდან. ამან განაპირობა ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დამარცხება საქართველოს ისტორიაში. არანაირი ხუთდღიანი ომი არ ყოფილა. ომი მოხდა დღენახევარში და დამთავრდა რეალურად. პრინციპში არანაირი წინააღმდეგობა საქართველოს ხელისუფლებასა და ხელმძღვანელობას არ გაუწევია, ცალკეული ჯგუფები, ათეულები, ასეულები მიტოვებული სააკაშვილის და მისი დამქაშების მიერ, ცხინვალის რეგიონში გმირულად იბრძოდნენ და ცდილობდნენ, შეეკავებინათ ის არმია, რომელიც მოდიოდა საქართველოსკენ. ამ ჯგუფების ვაჟკაცობაზე, თავდადებაზე გადავიდა ეს დღენახევარი. დღენახევრის შემდეგ აღარც ერთი ქართველი ჯარისკაცი, გარდა ცალკეული პატარა ჯგუფებისა, ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე აღარ იყო და მეორე დანაშაული დაიწყო, რომლის სათავეში ასევე სააკაშვილი, სამარცხვინო კაცი იდგა და მისი ერთ-ერთი მსახური უტიაშვილი, რომელიც უტიფრად ყვიროდა და ატყუებდა მოსახლეობას, ხეობაში მცხოვრებლებს ცხინვალის რეგიონში, რომ ქართული ჯარი უტევს ჯავას, უტევს გუფთას და ა. შ. ამის გამო უამრავი ადამიანი არ გამოვიდა ხეობიდან, დარჩა თავის სახლებში და რა ბედი ეწია მათ ამაზე ცალკე ფილმსაც ვიღებ და წიგნსაც ვწერ, იქ წაიკითხავს მაყურებელი და მკითხველი, რა დააწიეს ადამიანებს იქ. უტიაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე, ისევე, როგორც სააკაშვილი, ისევე, როგორც ბოკერია, ბარამიძე, ოქრუაშვილი, მერაბიშვილი და მთელი ეს დანაშაულებრივი ჯგუფი“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge