png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წელთან შედარებით განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტი 55.6%-ით არის გაზრდილი

  • პოლიტიკა
  • 21.12.2015
  • 14:20
ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წელთან შედარებით განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტი 55.6%-ით არის გაზრდილი

მასწავლებლის საბაზო ხელფასი 65%-ით გაიზარდა; ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სათანადოდ დავაფასოთ ადამიანები, ვისაც ჩვენი შვილების ბედი, მომავალი თაობების აღზრდა ვანდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას  განაცხადა.

მისი თქმით, განათლების სისტემაში არსებული განუკითხაობის ნაცვლად, მთავრობა ხელმისაწვდომი და ხარისხიანი, დასავლური სტანდარტების განათლების სისტემის შექმნას ისახავს მიზნად.

  • 2012 წელთან შედარებით განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტი 55.6%-ით არის გაზრდილი;
  • 82%-ით გაიზარდა მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების დაფინანსება;
  • 3-ჯერ გაიზარდა სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების დაფინანსება;
  • 2.5 ჯერ გაიზარდა მეცნიერ-თანამშრომელთა ხელფასები;
  • 24 მილიონი ლარით დაფინანსდა სამეცნიერო ინფრასტრუქტურისა და კვლევითი ბაზის განახლება;
  • 60 მილიონი ლარით დაფინანსდა საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი პროექტები;
  • 65%-ით გაიზარდა მასწავლებლის საბაზო ხელფასი;

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ნახევარი მილიონი მოსწავლე სარგებლობს უფასო სახელმძღვანელოებით. 1 150-ზე მეტ მოსწავლეს, რომლებიც წლების განმავლობაში ფეხით გადიოდნენ კილომეტრებს სახლიდან - სკოლამდე, დღეს სასკოლო ტრანსპორტი ემსახურება. მსოფლიო ბანკის კვლევის მონაცემებით, ამ პროგრამებმა ოჯახის დანახარჯი ზოგად განათლებაზე 60 პროცენტით შეამცირა.

გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მთავრობა მუშაობს ინკლუზიური განათლების განვითარებისთვის.

„სახელმწიფოს სრული დაფინანსებით ათასამდე ინკლუზიური განათლების სპეციალისტი ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 5 000-მდე მოსწავლეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ინტენსიურად გრძელდება მუშაობა შრომის ბაზარზე ორიენტირებული, ხარისხიანი პროფესიული განათლებისთვის და 2013 წლიდან ეს მიმართულება სრულად ფინანსდება; გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უმაღლესი განათლების სფეროში - სახელმწიფო აფინანსებს 21 საბაკალავრო პროგრამას; გასამმაგდა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სტუმრების რაოდენობა; გაიზარდა სასტიპენდიო ფონდები;

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილი და სოციალურად დაუცველი ნიჭიერი სტუდენტებისთვის, ლისის ტბის ფერდობზე შენდება თანამედროვე სტანდარტების 320-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა და აღნიშნა, რომ სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისაქართველოს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ახორციელებს ამერიკული ბაკალავრიატის პროგრამებს ქიმიაში, ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა განათლების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობაზე, რომელიც ნიჭიერ და მოტივირებულ სტუდენტებს უცხოეთის პრესტიჟულ სასწავლებლებში განათლების მიღებაში ეხმარება. მსოფლიოს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლისთვის  გრანტი უკვე 192ახალგაზრდას დაუმტკიცდა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge