png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გამოჩნდა ისეთი საკითხები, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს დანაშაულამდე - პაატა სალია

  • საზოგადოება
  • 02.08.2019
  • 16:03
გამოჩნდა ისეთი საკითხები, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს დანაშაულამდე - პაატა სალია

"რუსთავი 2"-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ტელეკომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესწავლის თხოვნით განცხადება პროკურატურაში შეიტანა. პაატა სალია აცხადებს, რომ "რუსთავი 2"-ში მას მძიმე ფინანსური მდგომარეობა დახვდა. სალია არ გამორიცხავს, რომ გამოიკვეთოს ხელმძღვანელი პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

„გახსოვთ ჩემი ზეპირი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიაში დაგვხვდა ძალიან მძიმე ვითარება, რაც არალოგიკური იყო და ეს ბრალდებოდა ხშირ შემთხვევაში ყადაღებს, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ. იმისთვის, რომ მე, როგორც ახალ მოსულ დირექტორს მქონოდა შესაძლებლობა გავრკვეულიყავი ყველაფერში და უფრო სწორად დავიწყე გარკვევა დეტალებში, გამოჩნდა ისეთი გარკვეული საკითხები, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს დანაშაულამდე, დანაშაულის ნიშნებამდე. ამიტომ, ჩავთვალე ვალდებულად თავი, რომ ზოგადი განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა არსებობდეს. იმიტომ, რომ სხვაგვარად დანაშაულის დაფარვად შეიძლება დაკვალიფიცირდეს. ასეთ შემთხვევაში როგორც წესი ხდება ახალი დირექტორის მიერ განცხადებით მიმართვა სამართალდამცავი ორგანოებისთვის. პირველ რიგში იმიტომ რომ არიდებული იქნეს ახალი დირექტორის პასუხისმგებლობა. მეორე, დადგინდეს რეალური მიზეზი რატომ არის ასეთი მდგომარეობა კომპანიაში,“-განაცხადა პაატა სალიამ.

პროკურორები კომპანია „ინტერმედიას“ ოფისში შევიდნენ, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობაშია განთავსებული. ინტერმედია "რუსთავი 2"-ის კონტრაქტორი კომპანია, რომელიც ყიდის სარეკლამო დროს. პროკურორები აცხადებენ, რომ ისინი საგამოძიებო მოქმედებებს დიდი ოდენობით თანხების მითვისების და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმესთან დაკავშირებით ატარებენ. გამოძიება "რუსთავი 2"-ის 9%-იანი წილის მფლობელის ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge