png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ქობულეთის ერთ-ერთ სასტუმროში 10 ადამიანი, სავარაუდოდ, ხაჭაპურით მოიწამლა

  • საზოგადოება
  • 22.07.2019
  • 14:03
ქობულეთის ერთ-ერთ სასტუმროში 10 ადამიანი, სავარაუდოდ, ხაჭაპურით მოიწამლა

ქობულეთის ერთ-ერთ სასტუმროში 10 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 9 მცირეწლოვანია. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლი ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ყველა მათგანს პირღებინება და თავის ტკივილი აღენიშნებოდა.

მედიკოსების ინფორმაციით, კვებითი ინტოქსიკაცია, სავარაუდოდ, ხაჭაპურმა გამოიწვია. პაციენტებმა თქვეს, რომ ის კვერცხით იყო მომზადებული.

ათივე პაციენტი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

''პაციენტების ნაწილი თვითდინებით მოვიდა, ნაწილი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა. მათ შორის 7 ბავშვი იყო, ერთი კი ზრდასრული. მათი მდგომარეობა საშუალო სირთულის იყო. ყველას პირველადი დახმარება გაეწია და გაწერილი იქნა ბინაზე. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. როგორც პაციენტები და თანხმლები პირები ყვებოდნენ მიირთვეს ხაჭაპური, რომელიც კვერცხიანი იყო. ყველა მათგანი იმავე დღეს გავწერეთ. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა'' - ​უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ქობულეთის რეგიონული საავადმყოფოს მიმღების ექიმმა.

ურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეაგირების მიზნით, შემოწმდა სასტუმრო- "მეგობრობას", კვების ბლოკი, სადაც აღნიშნული პირები ისვენებდნენ. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია საკვების ნიმუშები, შედეგები მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge