png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნატო-ში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა შემცირდა - კვლევა

  • საზოგადოება
  • 19.07.2019
  • 10:58
ნატო-ში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა შემცირდა - კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მონაცემებით, საქართველოში ნატო-ში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა შემცირდა.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას სრულად გამოკითხულთა 49 პროცენტი უჭერს, რაც 2009 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ნატო-ში შესვლას გარკვეულწილად მხარს უჭერს 19 პროცენტი, გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ექვსი პროცენტი, სრულად ეწინააღმდეგება 13 პროცენტი.

გამოკითხულთა 16 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი 2023 წლის შემდეგ გახდება, 15 პროცენტი ფიქრობს, რომ არასდროს. გამოკითხულთა სამ-სამი პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველო ალიანსში 2020, 2022 ან 2023 წელს გაწევრიანდება, ერთი პროცენტი კი მიიჩნევს, რომ 2021 წელს. არ ვიცი/არ მაქვს პასუხი – ასეთია გამოკითხულთა 59 პროცენტის პოზიცია.

ნატო-ში ინტეგრაციის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ეს საქართველოს მოუტანს მეტ უსაფრთხოებას (34 პროცენტი), თავდაცვას (12 პროცენტი), დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას (რვა პროცენტი), სტაბილურობასა და მშვიდობას (რვა პროცენტი), ეკონომიკურ გაძლიერებას (ექვსი პროცენტი) და სამხედრო მხარდაჭერას (ხუთი პროცენტი).

IRI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5 პროცენტს შეადგენს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge