png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჯერ არის 3-თვიანი ვადა გასაჩივრების და იმედი გვაქვს, ეს გადაწყვეტილება გაუქმდება - ნიკა გვარამია

  • საზოგადოება
  • 18.07.2019
  • 15:36
ჯერ არის 3-თვიანი ვადა გასაჩივრების და იმედი გვაქვს, ეს გადაწყვეტილება გაუქმდება - ნიკა გვარამია

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჯაროვების შემდეგ, ქიბარ ხალვაშის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ეხმაურება.

ქიბარ ხალვაშის თქმით, ნიკა გვარამიამ თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს, რასაც გვარამია პასუხობს და აცხადებს, ჯერჯერობით, ქიბარ ხალვაში არ წარმოადგენს სამაუწყებლო კომპანიის მფლობელს.

„ქიბარ ხალვაშის განცხადება ამ წუთში საერთოდ არ მაინტერესებს... ლონდონის არბიტრაჟი ხომ აგიხსენით რაც არის, ბერკეტი ამაზე უკეთესი არ არსებობს, ჯერ უნდა მოხდეს ჩემი დაკმაყოფილება და მერე არის შესაძლებელი განთავისუფლება. საჯარო რეესტრმა უნდა უთხრას უარი, იმიტომ, რომ მას აქვს ეს კონტრაქტი და ეს კიდევ მორიგი კანონდარღვევა იქნება დანაშაულებრივი გზით. ეს ძალიან სენსიტიური საკითხია და უკავშირდება არა მხოლოდ მედიას, როგორც კომპანიას, არამედ მის სარედაქციო დამოუკიდებლობას. თუ თეა წულუკიანი გადაწყვეტს, რომ ერთ შემთხვევაშიც დაარღვიოს პირდაპირ და ღიად მედიის უფლებები და შესაბამისად, შეარყიოს მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა, მეორე შემთხვევაშიც გადაწყვეტს, რომ დაარღვიოს კომპანიის უფლება და უკვე პირდაპირ დაარტყას სარედაქციო პოლიტიკის გარანტიად მოცემულ კონტრაქტს, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს ორჯერ ჩადენილი დანაშაულია... ქიბარ ხალვაში ჯერჯერობით, არ არის არავინ, მისი რეგისტრაცია არ მომხდარა და ვერც მოხდება, გადაწყვეტილების თანახმად, ჯერ არის სამთვიანი ვადა გასაჩივრების, მერე გასაჩივრება და იმედი გვაქვს, რომ მერე განხილვა და ამ გადაწყვეტილების გაუქმება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge